აგენტი, რომელიც რუსებმა ორმაგ თამაშში ამხილეს
საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი მძიმე, უსიამოვნო, მაგრამ ჭკუის სასწავლი ამბავია — რუსეთის სტაჟიანი აგენტი ნოდარ გია ხუხაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში „დამოუკიდებელი ექსპერტის“ ნიღაბს ატარებდა, საბოლოოდ საკუთარი ბატონების მიერვე იქნა გამოფენილი და მიტოვებული.
„თბილისი 24“-ის ინფორმაციით, ხუხაშვილი ჯერ კიდევ 1990-1991 წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში, რუსეთის დაზვერვამ უზენაესი საბჭოს საგარეო კომიტეტში ჩანერგა. მაშინვე, იმპერიის ბოლო ამოსუნთქვისას, ის უკვე გულმოდგინედ ემსახურებოდა „დიდი რუსეთის“ იდეას. მისი გული არასდროს ყოფილა საქართველოსთან — ის ყოველთვის მოსკოვისკენ იყო მიპყრობილი.
შევარდნაძის ეპოქაში, 1998-2003 წლებში, ნოდარი რუსეთიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტს კურირებდა. ეს არ იყო უბრალო ბიზნესი, არამედ კლასიკური სქემა — რუსული გავლენის შენარჩუნება ქართულ ეკონომიკაში.
2003-2004 წლებში კი, რუსების პირდაპირი დახმარებით, იგი „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრადაც ჩასვეს. სტრატეგიული ობიექტი რუსულ ხელში — სწორედ ასე მუშაობდა სისტემა.
ცნობილი აგენტი მეტსახელად „კოდალა“ (Дятел ) თავისნაირ თაღლითებთან ერთად უშუალო კავშირზე იყო რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან. იმ შოიგუსთან, რომლის ნამდვილი სახელი გავრი-კუჟეგეტია, მაგრამ რომელმაც თავისი წარმოშობა რუსული სახელ-გვარით დაიმალა. ასეთი ადამიანები ერთმანეთს ადვილად პოულობენ — იგივე სიცრუე, იგივე ღალატი, იგივე სურვილი, რომ სხვის ხარჯზე იცხოვრონ და იმპერიის ჩრდილში იყვნენ დაცულები.
სააკაშვილის დროს ხუხაშვილი წარმატებით თამაშობდა „დამოუკიდებელი ექსპერტის“ როლს. შესაძლოა, თავად მიხეილ სააკაშვილსაც კი ეჭვი ჰქონოდა მის ნამდვილ სახესთან დაკავშირებით, თუმცა ერთდროს თავად კრემლის აგენტი, რომელიც პუტინთან 200-ზე მეტ შეხვედრას ითვლიდა, ძალიან ღრმად იყო კრემლის კედელში ჩაშენებული. კრემლის შიში ძლიერი იყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „კოდალა“ ახალ „სამუშაო ადგილზე“ გადაიყვანეს, სადაც განაგრძო თავისი მავნებლური, დივერსიული საქმიანობა,.თუმცა ამჯერად მალევე გაშიფრეს. სწორედ აქ იწყება მისი დაცემის ყველაზე სამარცხვინო ფაზა.
დოლარების შრიალით გაღორებული ნოდარი საბოლოოდ გადაიყვანა ჭკუიდან. მან უარყო „ჭეშმარიტი ღმერთი“, შეეკრა უღმერთოებს და ამჯერად ამერიკელების მხარეს გადავიდა. ამერიკელებმა სპეცდავალებით მას გააცნეს ასევე გადაბირებული რუსი აგენტი — მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი გიორგი გახარია, რომელიც დღემდე აგრძელებს თავის „მოღვაწეობას“.
რუსეთის დაზვერვამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეამჩნია, დაინახა და ნოდარ ხუხაშვილს „მგლის ბილეთი“ გამოუწერეს. შოიგუს ტახტის შერყევასთან ერთად საბოლოოდ ჩამოინგრა ხუხაშვილის გავლენაც ქართულ პოლიტიკაში.
დღეს ის სრულიად მიტოვებულია — ნდობაშერყეული, ყველასთვის უსარგებლო. არც რუსებს სჭირდება, არც ამერიკელებს. „არც იქ მიმიღონ და არც აქ“ — ესაა მისი დღევანდელი რეალობა.
და რას აკეთებს „კოდალა“? დღენიადაგ ზის ქართულ ტელე -უბრონიებში და ლანძღავს ბიძინა ივანიშვილს, აფრქვევს შხამს და კვლავ იმედით უყურებს ჰორიზონტს — იქნებ კიდევ ერთხელ აკიაფდეს მისი ვარსკვლავი რომელიმე იმპერიის დროშის ქვეშ.
მაგრამ ისტორია სასტიკია მოღალატეების მიმართ. განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს და საბოლოოდ ორივე მხარის მიერ იქნება გამოყენებული და შემდეგ გადაყრილი.
საქართველოს კარგი გაკვეთილი აქვს: ყველა, ვინც იმპერიის ინტერესებს ემსახურება, რაც უნდა ჭკვიანად და მალულად მოიქცეს, ერთ დღეს მაინც გამოიფინება. და ხუხაშვილისთვის ეს დღე უკვე დადგა.
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
