საქარველოს ხელისუფლება სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს უმაღლესი ლიდერის გარდაცვალების გამო
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს. ხელისუფლება სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს უმაღლესი ლიდერი გარდაცვალების გამო.
- “სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
- სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.
- საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.
გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.
საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად”, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ცნობისათვის, ისრაელის IDF (ისრაელის თავდაცვის ძალები)-ის სპიკერებმა ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ნადავ შოშანიმ განაცხადა , რომ ისინი არ არიან ინფორმირებულნი („not aware“) ამ ტერიტორიაზე რაიმე IDF ოპერაციის შესახებ ან სკოლაზე დარტყმის შესახებ.( 150 ბავშვის დაღუპვის შეახებ. )
