4 მარტი 2026

იაკობ კედმი: სიმართლით დაიცვათ სიმართლე!

კითხვა ასეთი იყო, რატომ ექცევიან ისტორიას ასე? რუსეთი მართლაც საოცარი ქვეყანაა. დღეს მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელსაც ასე უყვარს ისტორიის, საკუთარი ისტორიის დამახინჯება, მასზე ტალახის სროლა და ფეხები გაიწმინოს მასზე.

თქვენს ისტორიაში არ გყოლიათ არც ერთი მმართველი, რომელსაც ცილი არ დაგიწამიათ, არ დაგიმცირებიათ, არ დაგიდანაშაულებიათ ყველა ცოდვაში ან არ მოგეხდინათ მისი დემონიზება. ებრაელებსაც კი არ გვყავს მსგავსი.

ეს ერთ-ერთი მიზეზია. მეორე მიზეზი, და თქვენ კითხვას სერიოზულად არც კი უყურებთ,  როგორი ისტორია იყო ეს?  როგორი იყო თქვენი ქვეყნის ისტორია ხუთი წლის წინ, 10 წლის წინ, 20 წლის წინ? ის იდეოლოგიას შეესაბამება თუ პროპაგანდას? სერიოზული მიდგომის გარეშე რა თქმა უნდა, სიმართლეს ვერ გაიგებთ.

კითხვა ასეთია, რატომ უყვარს ხალხს სტალინი ასე ძალიან?

სტალინი იყო უკანასკნელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც თავისი ქვეყანა ადარდებდა. მის შემდეგ, მისნაირი სხვა არავინ ყოფილა, ვისაც აბსოლუტურად არაფერი აინტერესებდა – არც  საკუთარი პირადი ინტერესები, პირადი სიმდიდრე ან პირადი კომფორტი.

მას შემდეგ მისნაირი არავინ გყოლიათ.

შემდეგ კი, როდესაც ისინი სტალინს განიხილავენ, ყურადღებას აქცევენ მის სხეულს და მის ქმედებებს. სტალინი სასტიკი ადამიანი იყო. მაგრამ სისასტიკე მისი თვითმიზანი არ იყო.

ეს იყო ინსტრუმენტი; მან სხვა ვერ იპოვა.  შეეძლო თუ არა სხვა გამოსავალი  ეპოვა? არსებობდა თუ არა სტალინის ალტერნატივა? ვინ? ტროცკი? ტროცკის არ აინტერესებდა რუსეთი.

თუ სისასტიკეზე ვსაუბრობთ, სტალინი პატარა ბავშვი იყო ტროცკისთან მიმართებაში. ტროცკი უბრალოდ პათოლოგიურად სასტიკი იყო. ახლა ალტერნატივაზე ვსაუბრობ. ტროცკის არ აინტერესებდა რუსეთი და ბოლშევიკების 90%-ს არ აინტერესებდა რუსეთი. მათი წარმომავლობის მიუხედავად და რუსებიც.

სტალინი აღმოჩნდა ერთადერთი, ვისაც რუსეთი აინტერესებდა. ქართველი სემინარიელი. მაგრამ მას უყვარდა რუსეთი. მან  მოღვაწეობის სხვა მეთოდები ვერ იპოვა.

არსებობდა თუ არა სხვა მეთოდები? არ ვიცი.

ყველა, ვინც სტალინს აკრიტიკებს… რას იზამდით გაუნათლებელ რუსეთთან, რომლის ინტელიგენცია საკუთარ ხალხს ზიზღით ეკიდება, არ სურს მათი გაცნობა. მონების ერი და მცირერიცხოვანი ინტელიგენცია, რომელმაც ფრანგული და გერმანული იცოდა.

როგორ შეიძლება ამ ქვეყნიდან რაიმეს გაკეთება მე-20 საუკუნის დასაწყისის სამყაროში? ყველა სტალინს ადანაშაულებს იმაში, რაც კოლმეურნეობებს, გლეხებს გაუკეთა.

  • და რომ არ გაეკეთებინა ეს?
  • როგორ იბრძოლებდა საბჭოთა კავშირი 1941 წელს? გლეხი  გლეხია. რა თქვა სტალინმა? ჩვენ გლეხს ფული მივეცით, ის კი პურს არ გვაძლევს. იმიტომ, რომ ის გლეხია, ის დაბალია.

 სხვა გზა არ ჰქონდა? თუ ვინმეს შეეძლო ეთქვა, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია იმ დროს, იმ პირობებში, არსებული ხალხით, არსებული მთავრობით შეიძლებოდა სხვაგვარად განხორციელებულიყო.

შეიძლებოდა თუ არა ამის გაკეთება სხვა მთავრობით? არა, ასე არ მოხდებოდა.მაშინ რუსეთში დემოკრატია ვერ იქნებოდა. ის არსად არ არსებობდა. 

და ვინც არ უნდა თქვას, რომ ხალხი თავისუფალი უნდა იყოს… უწიგნური ხალხი ვერ იქნება თავისუფალი.

პირველი თაობის მონები ვერ იქნებიან თავისუფლები და სწორედ ამიტომ ჰყავდა რუსეთს მთავრობა, რომელსაც შეეძლო რუსეთის შენარჩუნება.

სხვა მთავრობა რომ ყოფილიყო, რუსეთი არ იარსებებდა.  პირველ რიგში, მარქსი მონაწილეობდა რევოლუციაში. 1938 წელს მან იარაღი იყიდა ვენის ბარიკადებზე.მან მთელი თავისი ოჯახის ქონება დახარჯა. ბარიკადებზე მასთან ერთად ორი კაცი იდგა. ერთი, მგონი, ბაკუნინი იყო, მეორე კი რიჰარდ ვაგნერი.

რუსეთში ადამიანის სიცოცხლე სტალინმა არ გააუფასურა. რუსეთში ადამიანის სიცოცხლე გაუფასურდა ბატონყმობისა და ყველა ცარისტულ რეჟიმების გამო.

ისტორიას ვერ შეხედავთ იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა მოხდა. სტალინი პირველი მსოფლიო ომის ბოლოს გამოჩნდა. მაშინ არავინ აფასებდა ადამიანის სიცოცხლეს.

რატომ დაიღუპა მილიონი ადამიანი ვერდენში? რისთვის იყო ეს ომი? რატომ დაიწყო ეს ომი? რისი სახელით? ვიღაცის ფულის სახელით.

მილიონობით ადამიანი დაიღუპა ყველა მხრიდან და ადამიანები, რომლებიც ამ ატმოსფეროში გაიზარდნენ, რომლებიც მომწიფდნენ, მიხვდნენ, რომ ეს ნორმა იყო.

მათ ეს ვერ აიტანეს. ყველაზე დიდი ძალადობა ყოველთვის ხდება ომის შემდეგ, როდესაც ცოცხალი ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან. ისტორიის განმავლობაში, ყველა ქვეყანაში.

სწორედ მაშინ შეძრწუნდა ფროიდი და თქვა, რომ იძულებული გახდა მიეტოვებინა თავისი მეთოდები, რადგან ქვეცნობიერის შიშები არაფერია რეალობის საშინელებასთან შედარებით.

როდესაც ადამიანებს, ძირითადად ახალგაზრდებს, აქვთ უფლება სრულიად მშვიდად წაართვან სხვის სიცოცხლე ან განკარგონ თავიანთი თანამებრძოლების სიცოცხლე.

შემდეგ, როდესაც ეს ტრავმა სტალინთან და ნაპოლეონთან დაკავშირებით დაბრუნდება.

ნაპოლეონმა ფრანგი ხალხის სამი თაობა გაანადგურა სრულიად. მან თითქმის მთელი ფრანგული კულტურა გაანადგურა. დღეს კი პარიზში პანთეონია. ანუ საფრანგეთი, ფრანგები – არავინ იტანჯებოდა ამით ისე, როგორც ფრანგები. მაგრამ მათთვის ისინი პატივს სცემენ თავიანთ ისტორიას.

სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, აქ მცირე შეცდომაა. შუა საუკუნეებში გლეხები არასდროს გამოდიოდნენ კარგი ჯარისკაცი. წითელი არმიის დამარცხებები მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად არა ჯარისკაცის, არამედ მეთაურების დამსახურება იყო.

ეს მეთაურები იყვნენ და არა ჯარისკაცები. ჯარისკაცები პასუხს არ აგებენ .

არავინ წაიყვანა მილიონ-ნახევარი ადამიანი, სტალინის წინააღმდეგ საბრძოლველად არ აიღო იარაღი რათა არ მომკვდარიყვნენ ნაცისტურ ბანაკებში პურის საშოვნელად.

 ეს იყო მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი. რადგან არსად ისე ხშირად არ კვდებოდნენ პატიმრები, როგორც ნაცისტურ ბანაკებში. ისინი უბრალოდ შიმშილობდნენ. ისინი არ წავიდოდნენ სტალინის წინააღმდეგ და არც ვინმეს წინააღმდეგ. ამიტომ ძნელია იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი ისტორიის ფაბრიკაციაა, რომ კოლმეურნეობის გლეხებს არ სურდათ სტალინისთვის ბრძოლა.

არმიის ელიტა ყოველთვის არა მხოლოდ  შუა საუკუნეებიდან, არამედ დღევანდელ დროსაც კი  ქალაქებიდან მოდის.

ისინი ეძებდნენ წიგნიერ ადამიანებს საოფიცროდ . ისინი ეძებდნენ წიგნიერ ადამიანებს აღჭურვილობის სამართავად. ესენი იყვნენ ქალაქის მაცხოვრებლები. ამას არაფერი აქვს საერთო სოციოლოგიასთან. ეს ადამიანები უბრალოდ უფრო მეტად იყვნენ ქმედითები თანამედროვე ომში საბრძოლველად.

ასე რომ, ეს მითები ისტორიას ოდნავ ამახინჯებენ იმის მიხედვით, რასაც ჩვენ ვფიქრობთ.მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთის მაგალითი რუსეთსაც არ ავნებს. როგორ ექცევა საფრანგეთი ყველა თავის წარსულ მმართველს. ასეთი პატივისცემით, ამ დანაშაულებისა და შეცდომების უარყოფის გარეშე.

ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს. მაგრამ ისინი პატივს სცემენ მათ. რუსეთშიც დადგა დრო, პატივი ვცეთ მის წარსულს.

***

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ყოველწლიურად აღინიშნება. დიდი გამარჯვების დღე. ვისი სახელი არასდროს უხსენებიათ ? ვისი როლი არასდროს ახსენეს? ვის  არ  ახსენებენ დიდ გამარჯვებაში? უმაღლესი მხედართმთავარს! თითქოს, ის არ არსებობს.

მსოფლიოს მრავალ ქალაქში, მათ შორის პარიზში, არის ქალაქი სახელად სტალინგრადი. რომელ ქვეყანაში არ არის სტალინგრადი? რუსეთში!

რომელ ქვეყანაში წაიშალა სტალინის სახელი ისტორიიდან? და თქვენს არმიაშიც კი რცხვენიათ  მისი სახელის ხსენება, ომზე საუბრისასაც კი?  

მაშ რა გინდათ? თქვენი შვილები ისტორიას სწავლობენ, სადაც სოლჟენიცინის წიგნი კვლავ რეკომენდებულია- 90% ტყუილი! ტყუილი, ჭორები და  ჭორებით გაჟღენთილი ქაღალდი, მაგრამ რეკომენდებულია.

რას გრძნობს ადამიანი მის მიმართ პირადად, მისი გარყვნილების ხარისხით განისაზღვრება.

  • რას ელით ბავშვებისგან  ტყუილის ლიტერატურად რეკომენდაციის დროს?
  • რა იციან თქვენმა შვილებმა თქვენი ქვეყნის, თქვენი ხალხის შესახებ?
  • რაზე საუბრობდნენ მათი მასწავლებლები?

სტალინის ტერორზე!

  •  სტალინის დროს  მხოლოდ ტერორი იყო და   სხვა არაფერი ?
  • მან ამ ქვეყნისთვის სხვა არაფერი გააკეთა  მხოლოდ ტერორი?
  • და ვიღაცამ თავად სტალინის „ტერორისტობა“  გამოიკვლია?
  • ვიღაცამ გააანალიზა მისიმმართველობის  ეტაპები, მისი მიზეზები რამდენი იყო რეპრესირებული, რამდენი მათგანი იყო უკანონო და რამდენი – ლეგალური?
  • და როდესაც რეაბილიტაცია მოხდა ამ ხალხის, როგორ წარიმართა ეს?

 იგივე მეთოდის გამოყენებით, რაც დაპატიმრებების დროს – გეგმის მიხედვით. ჰკითხეთ მათ, ვინც მონაწილეობდა ამაში. მათ გასცეს ბრძანებები და სულ ეს არის.

– ბანდიტები, მკვლელები, ჯაშუშები, დივერსანტები იქნა  რეაბილიტირებულები  რეტროაქტიულად.

გახსნილი საქმის, გამოიძიებულის  რეაბილიტაცია მოახდინეს. შეისწავლეს ამ საქმეებების მართებულობა?  არავინ არაფერი გააკეთა.

  • და სწორედ ამიტომ არის ამდენი რეაბილიტირებული ადამიანი.
  • და სწორედ ამიტომ არის ამდენი „უდანაშაულო მსჯავრდებული“. არავინ სწავლობს სერიოზულად  ისტორიას დღემდე.
  • რა იციან თქვენმა შვილებმა თქვენი ქვეყნის შესახებ?
  • და კარგი რამ არ იციან მათ?

არაფერი. მხოლოდ ის, რაც ასწავლეს!

„ მოლოტოვის პაქტი“  – ბავშვებს და თქვენი ხალხი იმეორებს მას, თუნდაც ისინი, ვინც პროპაგანდით არიან დაკავებულნი: პაქტი!

პაქტი გამოიგონეს ანტისაბჭოთა ძალებმა. ეს პაქტი იგივეა, რაც მიუნხენის პაქტი,იგივეა, რაც პოლონეთის პაქტი, იგივეა, რაც საფრანგეთის პაქტი. არა, თქვენ უნდა უწოდოთ მას „პაქტი“. იმიტომ, რომ თქვენ არაფერი გესმით პროპაგანდის შესახებ.

  • თქვენ არ ანიჭებთ მნიშვნელობას სიტყვებს.
  • თქვენ არ იცავთ თქვენს პატივს ან თქვენს სიმართლეს!

ტყუილი უნდა დაისაჯოს. ტყუილის შემცველი სახელმძღვანელოები არ უნდა იქცეოდეს სწავლის საფუძვლად. ტყუილის შემცველი მასწავლებელი არ  უნდა ასწავლის ბავშვებს. იმიტომ, რომ ის იტყუება.

ბავშვებს ბავშვობიდან არ უნდა ასწავლონ თვალთმაქცობა, ტყუილი და ორპირობა.

ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტში ინციდენტი მოხდა , როდესაც მასწავლებელმა მოითხოვა ისტორიის მისეული  ინტერპრეტაცია.  როდესაც სტუდენტმა თქვა, რომ თქვენი ინტერპრეტაცია არ შეესაბამება ისტორიულ ფაქტებს, მას სურდა  სტუდენტის  გარიცხვა და თქვენმა სასამართლომ დაადგინა, რომ პროფესორი მართალი იყო. მას უფლება აქვს, რომ თავის სტუდენტებს ტყუილიდან სწავლა აიძულოს. იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც მას სურს.

 მაშ, რატომ გიკვირთ? რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები გაიზარდნენ!

ნაპოლეონი დიდი ფიგურაა. თქვენს ყველა ფსევდო-სიმართლის მთქმელს შორისაც კი. ნაპოლეონი ყველაზე სასტიკი ადამიანი იყო.

ერთი მაგალითი. როდესაც ნაპოლეონმა  ბრძოლიდან უკან დაიხია რა ბრძანება გასცა მან? ფრანგული არმიის მიერ დაჭრილი ყველა უნდა მოეკლათ , იმიტომ, რომ ისინი უშლიდნენ წინსვლაში. მან ბრძანა თავისი ჯარისკაცების მოკვლა.  ყველა, ვისაც სიარული არ შეეძლო.

დღეს ნაპოლეონი დიდი მეთაურია, ხალხის მამა,  საფრანგეთის გმირი,  ის პანთეონში წევს, საფრანგეთში მის წინააღმდეგ ცუდი  არაფერი თქვათ. მას პატივისცემით ეპყრობიან და მის მსგვსად  მარატსაც ექცევიან და რობესპიერსაც და საფრანგეთის დიდ რევოლუციას. მათთვის ეს ჯერ კიდევ დიდი საფრანგეთის რევოლუციაა, რომელმაც საფრანგეთი და შემდეგ ევროპა სისხლით მორწყო. იაკობინელთა ტერორი და შემდგომი ტერორი ეს იყო უდიდესი, ყველაზე საშინელი ტერორი.  ისტორიაში  რაც ოდესმე მომხდარა.  

საფრანგეთის ჰიმნი არის მარსელიე და საფრანგეთის დროშა არის ის, რაც მაშინ აღმართეს. მათ დროშა არ შეუცვლიათ. მათ ჰიმნი არ შეუცვლიათ. მათ ისტორია არ შეუცვლიათ. მათ მისი ადაპტაცია არ უცდიათ პოლიტიკური გარემოებების შესაბამისად.

რომელ ქალაქში ისაუბრა ლავროვმა?

რა სახის ანდროგენოზია ეს, ვოლგოგრადი?  თავად ვოლგოგრადის მაცხოვრებლებს რცხვენიათ ამ სახელის. რუსეთში ასეთი ქალაქი არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა. ეს სირცხვილია ამ ქვეყნისთვის.  ეს სირცხვილია მათთვის, ვინც იცავდა მას, ამ ქალაქს.  უცხოელები პატივს სცემენ ამ ქალაქს იმისთვის, რაც იყო.

სტალინგრადი მხოლოდ სტალინის ქალაქი არ არის. ის რუსეთის სიმბოლოა. სიმბოლოების დამახინჯება შეუძლებელია.

უცხოელები აფასებენ ამ სიმბოლოს. ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, რომლებიც შემორჩა. მაგრამ თქვენს ქვეყანაში ის არ გვაქვს.აქედან დაიწყეთ რასაც ყოველთვის ვამბობ. სანამ ყველა თქვენს მოქალაქეს არ ეტყვით სიმართლეს  და მხოლოდ სიმართლეს. როგორც კარგზე, ასევე ცუდზე  და იმაზე, რაც დანაშაულად ითვლება.და იმაზე, რაც მიღწევად ითვლება და თქვენ არაფერზე არ გაჩუმდებით და არავის შესახებ გაჩუმდებით.

შემიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანო და სანამ შენს ქვეყანაში ამას ასე დაარქმევდნენ…

ოქტომბერში მომხდარი გადატრიალება იყო და შენ ვერასდროს მიაღწევ საფრანგეთის დონეს. სადაც ჯერ კიდევ ხარ.

საფრანგეთის რევოლუცია დიდი საფრანგეთის რევოლუციაა. ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა ისწავლო.

ტროცკის როლი,  ბერიას როლი ის  უნდა განისაჯოს ისე, როგორიც იყო მისი ყველა უარყოფითი თვისებით .

 ბერია რომ არ ყოფილიყო ის არაფერი გევქნებოდა. დღეს თქვენ, როგორც სახელმწიფოს, არსებობას ვალში ხართ.

საბჭოთა კავშირში არავის შეეძლო ამის წამოწევა ან ორგანიზება. მაგრამ მათ მოკლეს. რატომ გაასამართლეს ბერია?  ინგლისის ჯაშუშობაში!  

  • რატომ დაგმეს ამ დემოკრატებმა ვასილი სტალინი?
  • რატომ გაასამართლეს სტალინის შვილი?  
  • რატომ ჩასვეს  ციხეში? არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ადამიანი იყო.
  • რატომ დააპატიმრეს სუდოპლატოვი?
  • რატომ დააპატიმრეს მისი თანამებრძოლები?
  • ტინგონირატომ დააპატიმრეს?

 ქვეყანა ვალშია მათთან  თავისი არსებობის. ვინმე საუბრობს ამაზე?

ასე რომ, სამკერდე ნიშნების მფლობელებო , ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.  სიმართლით დაიცვათ სიმართლე!

იაკობ კედმი , ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი.ისრაელის საიდუმლო სამსახურის „ნატივის“ ყოფილი ხელმძღვანელი, საერთაშორისო და სამხედრო სტრატეგიის ანალიტიკოსი.