სანამ უკანალში წიხლის რტყმით არ მოგიწევთ საქართველოდან გაქცევა, არ მორჩებით ერთი ადგილის თამაშს!
ელვა-დეპეშა.
ბრიუსელი – თბილისი.
ევროკავშირის საელჩო საქართველოში.
პირადად ელჩს და ყველა დიპლომატს.
ქალბატონო და ბატონებო,
პირადად გევალებათ და გეკისრებათ პასუხისმგებლობა, გააქტიუროთ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის, ჩვენი საბოლოო მიზნის – სუვერენული სახელმწიფოს დამორჩილების მიღწევამდე“.
დიახ, დაახლოებით მსგავსი სტილის გააქტიურების ახალი დირექტივა მიღებულია. ჩნდება ეჭვი, რომ დასავლეთი რაღაც აშკარად ახალის მოლოდინში ჩქარობს. საქართველოს კომპრომეტაციის ახალი ტალღა „ინექშენ“.
არც წლების წინ BBC-ის მიერ მომზადებულმა ყალბმა „კამიტ-სკანდალმა“ უშველათ, არც ხელისუფლების თანამდებობის პირების დასანქცირებამ. დასავლეთი, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ადგილობრივი „კანტორის თამჯდომარეების“ თამაშში ჩართვით უკვე მაღალ დონეზე გადავიდნენ. რადგან, მათ მიერ გამოკვებილმა- ურწმუნო, უსამშობლო მეხუთე კოლონამ „გაასხა“ და ჩაისვარა, მთელი იმედი და დატვირთვა უშუალოდ – ევროკავშირის ელჩებს დაეკისრათ .
საჭიროა რაღაც ახალი, მძაფრი, მწარე, რაც საზოგადოებას დააპირისპირებს ხელისუფლებას. თუმცა – უაზროდ! ქართველ ხალხს თქვენ 2003-ში ან 2012-ში ჩარჩენილს გგონებთ.
ძალიან შემცდარხართ!
სამწუხაროდ, აშშ-სა და ევროკავშირში ჯერ კიდევ მოქმედებს მედიის მიერ საზოგადოების დაზომბირების მექანიზმი – „კომუნისტში ეწერა“-ს მსგავსი, რაც ჩვენ საბჭოთა ეპოქაში უკვე გავიარეთ და გადავრჩით.
გამოდის ეს დიდი ბრიტანეთის თუ ევროკავშირის „ცალტვინა“ ელჩი და გულწრფელად ჰგონია, რომ საქართველო მისი სამფლობელო, საფეოდალო მამულია და მოძღვრავს ერსა და ბერს.
შე, მამაცხონებულო! მთელი ევროპა, რომელიც 20-ზე მეტი სანქციების პაკეტის მიუხედავად ვერ გათავისუფლდა რუსული ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან, 35-40 ბირთვული რეაქტორით კვლავ რუსულ საწვავზეა დამოკიდებული. ამაზე რატომ დუმხართ? რატომ ყიდულობთ რუსულ ბირთვულ საწვავს?
დღესაც ევროკავშირის გაზის იმპორტის 12-13% (2025 წლის მონაცემებით) კვლავ რუსეთიდან მოდის – ასობით მილიონი ევრო წელიწადში! ეს რატომ ხდება?
თქვენ, ქართველი ერის გენეტიკა რომ იცოდეთ, ჯერ კიდევ 1945 წელს მიხვდებოდით: ფაშიზმის დამარცხება და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება დიდწილად ქართული გენეტიკისა და სისხლის დამსახურებაა.
საქართველოს მობილიზებული ჰყავდა 700 000-ზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი (ჩვენი მაშინდელი 3.2 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 20%!), დავკარგეთ 300 000-მდე შვილი. 137 ქართველი გახდა საბჭოთა კავშირის გმირი – კავკასიაში ყველაზე მეტი! სტალინი და ბერია ქართველები იყვნენ. ჩვენმა წინაპრებმა გადაგარჩინეს თქვენ, აშშ- ანგლო-საქსებს – რაოდენობრივადაც და პროპორციულადაც ბევრად მეტი მსხვერპლი გავწიეთ, ვიდრე თქვენმა ერებმა ერთად აღებული.
ძალიან გეშლებათ ქართველებთან.
დიახ, იმ ქართველთა შთამომავლები დგანან დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც ევროპა და მსოფლიო იხსნა ფაშიზმისგან.
სანამ არ გაიჩალიჩებთ და უკანალში წილის რტყმით არ მოგიწევთ საქართველოდან გაქცევა, არ მორჩებით ერთი ადგილის თამაშს.
საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ: დაუყოვნებლივ დაიბარონ პატივცემული გვამები შესაბამის სამინისტროში და მათ პოლიტიკურ ენაზე მკაფიოდ აუხსნან:
- „თქვენი დრო დასრულდა. თქვენი დაწესებულებები აღარ წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების ორგანოს და არ გამოდგება საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების ყველა შტოს მოქმედებისათვის შემდგომი დირექტივების მისაღებად.“
აქვე, გადასცენ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო (განსაკუთრებით 1945-1948 წლების რედაქციები) და გააფრთხილონ: წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცხადდებიან პერსონა ნონ გრატა-დ.
ეს არა მხოლოდ ჩვენი შიდა საქმეა – ეს საერთაშორისო სამართლის პირდაპირი მოთხოვნაა. ვენის კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ (1961), მუხლი 41 პირდაპირ ამბობს: „დიპლომატებს აქვთ მოვალეობა, არ ჩაერიონ მიმღები სახელმწიფოს შიდა საქმეებში“. გაეროს წესდების მუხლი 2(7) კი ადასტურებს სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და არაინტერვენციის პრინციპს.
თქვენი ქმედებები ამ პრინციპების უხეში დარღვევაა. იმედს ვიტოვებთ, რომ პირველნი იქნებით საქართველოს უახლეს ისტორიაში, ვისაც მიეცემათ 48 საათი საქართველოს დასატოვებლად.
საქართველო არ არის თქვენი კოლონია!
საქართველო არის ჩვენი სახლი!
ჩვენი სისხლი!
ჩვენი ისტორია!
ჩვენი ღირსება!
და ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ.
გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ქართველ ერს!
თქვენდამი ნულოვანი პატივისცემით,
საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, რომელიც იცის თავისი ისტორია, სამართალი და სიყვარული სამშობლოსადმი.
