ევროპელების ახალი ჩემპიონი-(ჩ)უჩა, ახალი ფუმფულა სათამაშო ბრიუსელის თაროზე
გესმით, რა სასოწარკვეთილ უბედურებაშია ევროპა, რომ ამ კაცთა მოდგმის მსგავს სირბინჯოზე დებენ ბოლო იმედის ფსონს?! უჩა ნანუაშვილზე გელაპარაკებით, რომელსაც უფრო მართებული იქნებოდა სახელად „დემოკარტიის დაცველი“ (რუსულადაც შესანიშნავად ჟღერს – Педахранитель), ჩვენ მაინც ქართულად ანუ უბრალოდ “ჩუჩა” – პატარა, რბილი, ფუმფულა და სრულიად უსარგებლო შევარქვათ.
დღეს ეს ჩვენი ჩუჩა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დიდი მკვლევარი და უზენაესი ხელმძღვანელია. დიდი შემართებით, რეგულარულად, თითქმის საათობრივად აკრიტიკებს მმართველ გუნდს. თუმცა რა – მისი კრიტიკა უკვე დიდი ხანია გადაიქცა იმ ძველ, გაფუჭებულ პატეფონად, რომლის ჩანაწერს წინასწარ ზეპირად იცი: სად დაიწყებს, როგორ ამოიღებს ხმას, რას იტყვის და როდის ამოიწურება. მაგრამ ევროპელების გულს ხომ ახარებს? საქმეც მაგაშია – მათ სჭირდებათ ვიღაც, ვინც ყოველთვის იტყვის იმას, რაც უნდათ მოისმინონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები უკვე ნაცვლად და უსარგებლოდ ჟღერს.
გახსოვთ ის დრო, როცა IRI და NDI ჩვენს „რეიტინგულ“ პოლიტიკოსად ასახელებდნენ დავით ბარქაძეს – „პარლამენტარიზმის მამას“, რომელიც ხანდახან თურმე უწმინდესსაც კი უსწრებდა რეიტინგში?
ეხლა მოწყინდათ დათუნა-რობოტი და გადაწყვიტეს, რომ ჩუჩას ჯერია – ახალი პატარა იმედი, ახალი ფუმფულა სათამაშო ბრიუსელის თაროზე.
თეა წულუკიანმა ერთხელაც ზუსტად თქვა: „უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო სახალხო დამცველია“. და არა მხოლოდ უსამართლო – ხალხის დაცინვის ცოცხალი სიმბოლო. მაგრამ ისიც კოაბიტაციის პროდუქტი იყო, ისეთივე აუცილებელი და გარდაუვალი, როგორც სალომე ზურაბიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი ან სხვა მრავალი „კომპრომისი“, რომელიც ხელისუფლებას უნდა გადაეყლაპა.
იმ ეპოქაში, როცა ჩუჩას და-ძმებს შეეძლოთ „ანონიმკა“ გაეგზავნათ ევროპაში და იქიდან ჩამოსულ კომისიას თითი (დუტ!) ეჩვენებინათ მთავრობისთვის, ცალ ფეხზე ხტუნვის ჟამს, როცა საკმეველს ვუკმევდით „ევროპელ მამამარჩენლებს“ – ჩუჩა იდეალურად ჯდებოდა ამ როლში.
დღეს კი, როცა ეს თეატრი უკვე დასრულდა და აღარავის სჯერა მათი, ჩუჩა მაინც დარჩა ერთადერთ იმედად ევროპელი ლიდერებისთვის და ომის პარტიის ნარჩენებისთვის, რომელთაც – ვერა და ვერ მოუნელებიათ საქართველოს ხელისუფლების ჯიუტი, ხისტი პოზიცია, რომელიც ნებისმიერ ფასად იცავს ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ერთი სკანდალი მინდა გაგახსენოთ. ავტომობილების შესყიდვის მანია 2016 წელს – თანამშრომლისთვის თავდაპირველად ერთი მანქანა, მერე მეორე, შემდეგ კი 105 000-ლარიანი მერსედესი, სახელმწიფო თანხები, როგორც საკუთარი ჯიბე – არაეფექტურად, უპასუხისმგებლოდ ხაჯა ჩუჩამ. მაგრამ ჩაიფარცხა, რა თქმა უნდა – როგორც ყველაფერი ამ მის გარშემო. არავის არაფერი დაუშავებია, არავინ არ დაუსჯიათ, უბრალოდ გააგრძელებინეს „დემოკრატიის ჩუჩაობა “ უფრო კომფორტულად, და უფრო ძვირადღირებულ სავარძელში.
მოკლედ, ევროპელებო, გილოცავთ – თქვენი ახალი ჩემპიონი ჩუჩაა. პატარა, რბილი, ცოტა რუხი, მაგრამ პროგნოზირებადი და სრულიად უვნებელი. ისე, როგორც ძველი სათამაშო, რომელიც უკვე აღარავის აინტერესებს, მაგრამ მაინც ინახება, რადგან „რა ვქნათ, სხვა არაფერი გვაქვს“.
საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი კი დარჩა ის, რაც იყო – ქართული მენტალიტეტის ან უნდელი პერსონაჟების წამოჭიმვის მარადიული მსხვერპლი. ჩუჩა კი – მისი ყველაზე სახალისო განსახიერება.
P.S. როგორც ჰოლივუდის თუ ბოლივუდის ფილმებშია: ნებისმიერი დაცინვა, შედარება პირის საკუთარ სახელთან და ადამიანის ორგანოს შორის შემთხვევითია.
ჩუჩა – სამედიცინო ლიტერატურაში ჰქვია მამაკაცის სასქესო ორგანოს (ასოს, პენისის) თავზე გარსმომცველი კანის ნაოჭს, ინგლისურად კი foreskin ან prepuce.
ეს არის ის რბილი, მოძრავი კანი, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ასოს თავს ფარავს, ერექციის დროს კი უკან იწევა (თუ ყველაფერი ნორმალურადაა). სწორედ ამ ნაოჭის გარშემო ტრიალებს მთელი ის დრამა ფიმოზთან, პარაფიმოზთან, ცირკუმციზიასთან (წინადაცვეთასთან) და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში ასე ხდება ყველაფერი უჩა ნაუაშვილის ირგვლივ.
ჟურნალისტი : გოჩა ნაჭყებია
