28 თებერვალი 2026

არაერთხელ გვაქვს ნანახი, თუ რა მოიტანა სხვების რჩევებზე აყოლამ!

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ბრიტანეთის ელჩს პასუხობს, რომელიც საქართველოს თავისი როლის ევროპულ სანქციებთან შეერთებით შესრულებთან დაკავშირებით ახსენებს.

  • უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს.
  • უნდა მკაფიოდ ითქვას, რომ სანქციების დაწესება ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას.
  • ესკალაცია კი ნიშნავს ომს, რომელშიც მარტო ვიქნებით.
  • ომის გამოსაწვევად ზოგჯერ ქვის სროლის ნაცვლაც, გინებაც საკმარისია.
  • ს კინო უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი, თუ რა მოიტანა სხვების რჩევებზე აყოლამ.
  • ოთხი წლის წინ, ომის დაწყების პირველივე დღეებში მკაცრად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს მიერ რუსეთისათვის სანქციების დაწესება არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში და საქართველოს არავისთან ამის გამო ბოდიში მოსახდელი არ აქვს.
  • ბრიტანეთის ინტერესი ბრიტანელი და არა ქართველი ხალხის ინტერესია.
  • ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.
  • საკუთარი ინტერესებისათვის სხვების გაწირვა არასწორი და არასამართლიანია. მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ ესკალაციისათვის გაწირვას ომი მოჰყვება.”- წერს პაპუაშვილი .

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ელჩი აცხადებს, რომ; “არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ექნება წვდომა საბრძოლო მასალაზე და არ ექნება შემოსავალი მისი ნავთობიდან და გაზიდან” .