18 თებერვალი 2026

საერთაშორისო მნიშვნელობის გზისპირა 200 მეტრიან ზოლში მშენებლობა ნებართვის გარეშე იკრძალება

არაპოპულარული საკანონმდებლო ცვლილებების კასკადი გრძელდება. უნივერსიტეტების შერწყმის, 6 წლამდე ასაკის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის შემდეგ, ქვეყანაში, სადაც “მშენებლობის სამინისტრო” არ არსებობს, მიიღება კანონები, რისი აღსრულება ქალაქის მერებს თუ “საავტომობილო გზების დეპარტამენტს” ევალებათ. კერძოდ, “ახალი სტანდარტით ” საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის – საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს, გზების მფლობელთან შეუთანხმებლად მშენებლობა აიკრძალება.

რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გზისპირა ზონაში უნებართვო საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს “გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.