შოპენზე და ბახზე ამბობდნენ, რომ მათ ტვინის 7 და 5 პროცენტი ჰქონდათ ათვისებული, სააკაშვილის 7%-ზე მეტია

მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკაშია მოვლენა, ეტყობა, ასეთივე მოვლენა არის სამედიცინო სფეროში. თუ ნორმალურ ორგანიზმში ფუნქციონირებს და ითვისებს ტვინი 1.5 თუ 2%-ს და შოპენზე და ბახზე ამბობდნენ, რომ მათ 7 და 5 პროცენტი ჰქონდათ, მე ვფიქრობ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ტვინის უჯრედები რამდენი პროცენტია მე არ ვიცი, მაგრამ შვიდს რომ სცდება ვიცი, – ამის შესახებ სააკაშვილის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი აცხადებს.
- „მიშა ცუდად არის, მაგრამ ავხსნი, რატომ არის, ლეტალური გამოსავალი რომ არ დგება – ეს იქნება სამედიცინო შესწავლის შედეგი, მართლა უნიკალურია, მეც მიკვირს, როგორ არის, მაგრამ ავხსნი, რატომ არის ასე.
- მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკაშია მოვლენა, ეტყობა, ასეთივე მოვლენა არის სამედიცინო სფეროში, იმიტომ რომ, ამ მდგომარეობაში, ყოვლად წარმოუდგენელია, ეს კაცი რას უძლებს.
- მე სულ მინდა ხოლმე დავაკავშირო – ტვინი არის ყველაფრის გამგებელი და თავის ტვინიდან ფუნქციონირებს tumor necrosis factor (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი), რომელიც ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონ უჯრედს იჭერს, რომელსაც სიმსივნის უჯრედები ჰქვია და გარეთ აგდებს.
- ამიტომ, მე ვფიქრობ, თუ ნორმალურ ორგანიზმში ფუნქციონირებს და ითვისებს ტვინი 1.5 თუ 2%-ს და შოპენზე და ბახზე ამბობდნენ, რომ მათ 7 და 5 პროცენტი ჰქონდათ, მე ვფიქრობ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და იმის ტვინის უჯრედები რამდენი პროცენტია მე არ ვიცი, მაგრამ შვიდს რომ სცდება, აი ამის ხარჯზეა.
- მისი ჯანმრთელობა გადარჩება, ის კარგად იქნება, შემართებულია და ზუსტად ეს თავისი ინტელექტუალური პოტენციალი არჩენს მას. ეს არ არის უბრალო პიროვნება და უბრალო ავადმყოფი და მე მჯერა, რომ მიშა იქნება მაგრად“, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა tv პირველის ეთერში.