“ლეგიტიმურის” ძმა: ჩვენ დაგვღუპა დაქსაქსულოდობამ!

4 ოქტომბრის მერე უამრავი რამ წავიკითხე, ბევრს მოვუსმინე, მაგრამ ასეთი ღრმააზროვანი და გასაგები ანალიზი ჯერ არ მომისმენია!
😂
ესე იგიო, თქვა ბატონმა ოთარმა: თუ გინდა, ძაღლი მოკლაო, უნდა თქვა, რომე გაცოფებული არისო. თუ არ გინდა, რომე მოკლაო, უნდა თქვა, გაცოფებული არ არისო.
მა რაააა!
მე სოფელში მყავს ძაღლი, არ მინდა მისი მოკვლა და ყოველ დილით ვყვირი – არ არი გაცოფებული-მეთქი. როცა მომინდება მისი მოკვლა, ყოველ დილით ვიყვირებ, გაცოფებულია-მეთქი.
😆
რაც შეეხება დანარჩენს, მართლა არ ,,შეილება” ეგეთი დაქსაქსულოდობა, რააა!
ახლა არ მითხრათ, ,,დაქსაქსულოდობა” რას ნიშნავსო. ხალხო, ეს არის ანტიკური სიტყვა, როცა დმანისში ზეზვას და მზიას ჩონჩხები აღმოაჩინეს, მათ შუაში ედოთ ,,ანტიკური სიტყვის კონა”, სადაც ეწერა: ,,ჩვენ დაგვღუპა დაქსაქსულოდობამ”, ანუ დაქსაქ… სულადობამო, სულადობრივმა დაქსაქსულობამო. გასაგებია?
😂
ხანდახან ძნელია გენიოსების მოსმენა, მაგრამ აუცილებელია, რომე შესაბამისი განათლება მივიღოთ.
მა რააააა!
მა სხვანაირად როგო იქნება?
ისე, ჩვენში დარჩეს და ამ და-ძმამ ეგეთი ღვლარჭნილ-ჩიქორთული ქართული ვისგან ისწავლეს, ალბათ მენშევიკებისგან?
😆
ჟურნალისტი : გელა ზედელაშვილი