პრემიერი: ეს არის ევროპის სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი

ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა – არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს, – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძის განცხადებით, გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ევროპული ბიუროკრატიისგან ვისმენთ . ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამას ის უსამართლობაც ემატება, რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი.
- “ყველაფერი ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, ამას ქართული საზოგადოება ხედავს და მათ შორის, ამის წინააღმდეგაც გამოვიდა მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, ხმა აიმაღლა სწორედ ასეთი სამარცხვინო ქმედებების მიმართ, როდესაც მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა 4 ოქტომბერს, არჩევნებზე მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა.
- ეუთო/ოდირის განცხადებაში ჩანს ნონსენსი. 4 ოქტომბერს იყო უმძიმესი ძალადობა. საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, რომელთაგან ორი ღმერთის წყალობით სიკვდილს გადაურჩა. ამ ფონზე ოდირის წარმომადგენლები რაღაც თემებზე საუბრობენ, – განაცხადა პრემიერმა.