16 ოქტომბერი 2025

რამდენი მილიონის სანაცვლოდ შეთხზა გლდანის N 8 საპყრობილის დირექტორმა ბაჩიაშვილის „სასტიკად ცემის“ სცენა

„თბილისი 24“-თვის ცნობილი ხდება, რომ გამოძიებამ უტყუარად  დააგინა, რომ თაღლითობაში ბრალდებული, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის  გაავრცელებული  წერილი, სადაც წერდა, რომ  თითქოს „ 8 ივლისს მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა მოინახულა და ურჩია, რომ ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა” , ტყუილია , რაც   ბრალდებულის და  საპყრობილის  დირექტორის მიერ წინასწარ  მოფიქრებული და  შემუშავებული გეგმის ნაწილს წარმოადგენს.

ტყუილია ასევე  ბრალდებული ბაჩიაშვილის განცხადება, იმის შესახებ, რომ  ის „ მ/წლის 8 ივლისს  დაიბარა N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა აწ განსვენებულმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც „გაეცნო მეგობრულად“ და რამდენჯერმე ურჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა“.

-„ვუპასუხე, რომ ამ პირობებში როცა ჩემი და ასევე, ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული, ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში რომ პირობები დააყენო, „ხომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, “გიჟიც” და ნაკლებად “გიჟიც“. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს“.

პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომ  რიგითი საპყრობილის დირექტორის დონეზე მსგავსი, კრიმინალური შინაარსის  საუბრები აწარმოოს, როცა მიმდინარეობს  საგამოძიებო პროცესი და შემდეგ,  ბაჩიაშვილი დაკავებულია მ/წლის 27 მაისს და საპყრობილის დირექტორი მას   8 ივლისამდე უკვე იცნობდა და რამოდენიმეჯერ უკვე შეხვედრილიც  იყო.

გავრცელებულ წერილში „ტვინშერყეული ბრალდებული“ ბაჩიაშვილი დეტალურად წერს „ თავდამსხმელის“ ჩაცმულობას, გამომეტყველებას, ხელის მოქნევის მიმართულების, ბგერის სიხშირეს და ტონის შესახებ :

  • „7 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი (სადაც მარტო ვიყავი ბოლო 1 კვირა, ვიდეო მეთვალყურის ქვეშ, საკანში განთავსებულია 2 ვიდეო კამერა, ვიცი, ვიდეო თვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან) და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება (მაღალი, სპორტული აღნაგობის, ეცვა თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი, სპორტული ფეცსაცმელი). ჩემთვის მას არ უთქვამს, ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ „აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა”, მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა (მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული). აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება.
  • ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა, არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც ჩემდა გასაკვირად მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა.
  • გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელის და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში. რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა, რამდენიმე წუთის შემდეგ, არჩილმა შეაღო კარი და ამ პირს სთხოვა, გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ.

ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საკანში იყო „სისხლის გუბე“. სისხლი იყო კედლებზეც:

  • დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან. ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მსჯავრდებული, (სახელი/გვარი არ უთქვამს) და მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა თუ იჩხუბებდა. თუმცა, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო“, – წერს  ბაჩიაშვილი.

რეალურად: პენიტენციალური სამსახურის უსფრთხოების სამსახურის დებულების თანახმად,რაც შესანიშნავად იცოდა საყრობილის დირეტორმა,  ბრალდებულ /მსჯავრდებულთა ერთ საკანში განთავსება ხდება  შესაძლო, მოსალოდნელ ნეგატიური შედგების  წინასწარ გულმოდგინედ  შესწავლის შემდეგ, და საპყრობილის უფროსის ბრალდებულ ბაჩიაშვილისადმი სიტყვიერი განმარტება   „ არ იცოდა თუ იჩხუბებდა“ , მარტივად რომ ვთქვათ  ბანალურია, რეალურად  საქართველოს სსკ -ის მიხედვით უფლებამოსილების გადამეტება თუ არა,  სამსახურის გულგრილად შესრულებაა.

გავრცელებულ წერილში ბრალდებული ბაჩიაშვილი  ვითარებას  უფრო  ამძიმებს , აბუქებს  და ამობობს , რომ: “ მას შემდეგ, რაც ქირურგმა ჭრილობები დაუმუშავა, კიდევ ერთხელ დაკარგა გონება“.

  • „ვითხოვდი ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვას, თუმცა არ დამარეკინეს. შემდეგ ვითხოვდი კლინიკა ვივა მედში გადაყვანას, რადგან დამეწყო ძლიერი თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნევა, სინათლეზე გაღიზიანება, ყურებში შუილი. მათ გამოიძახეს სასწრაფო და ვივამედში გადამიყვანეს დაახლოებით 21:00 საათზე.
  • სასწრაფოსაც ვთხოვდი დარეკვის უფლებას, ასევე ვივამედშიც დაჟინებით ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. ვივამედის ექიმმა ვისი სახელიც არ ვიცი, მითხრა, რომ თუ დარეკვის გარეშე უარს ვაცხადებდი პროცედურების ჩატარებაზე, უკან გამაბრუნებდნენ ციხეში“.

მთავარი შედეგი :  რეალურად, ბრალდებულ ბაჩიაშვილის კლინიკა „ვივამდეში“ გადაყვანის არანაირი საფუძველი და საჭიროება არ არსებობდა.  ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა  N 18 სამკურნალო დაწესებულებას გააჩნდა და გააჩნია ყველა სახის აპარატურა, ყველა სპეციალისტი, რაც შეძლებდა  ბაჩიაშვილის მიერ „ მიყენებული ტრამვების“  დამუშავებას  და  მკურნალობას.

ბრალდებულის და საპყრობილის დირერქტორის  შეთანხმების მათი საბოლოო შედეგიც სწორედ  „გადაყვანა“  იყო.  რათა უფრო მეტ ადამიანს, ფართო საზოგადოებას   შეეტყო  შეთხზული „ თავდასხმის“ შესახებ, რაც რეალურად ასეც მოხდა. სავარაუდოდ, მოსალოდნელ „ თავდასხმის“ შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული  „კრიტიკული“ მედია.

  • „ვერ ვდგებოდი საწოლიდან, მთელი ხმით ვყვიროდი და ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას. საბადრაგო სამსახურის წევრებს ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩამსვეს საბადრაგო მანქანაში, დამაბრუნეს მე-8 დაწედებულებაში, სხვა საკანში. ეს ხდებოდა 03:00 საათზე.
  • ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეო მეთვალყურის ქვეშ“-
  • აცხადებდა თაღლითობაში ბრალდებული ბაჩიაშვილი. თუმცა,სამარტოო საკანში ყოფნა მან საპყრობილეში შესახლებისთანავე თავად მოითხოვა და ცხოვრობდა კიდეც, სანამ მან და საპყრობილის დირექტორმა  თავდასხმის  ინსცენირება არ გადაწყვიტეს.

გამოძიების მიერ დადგენილია  ასევე ბაჩიაშვილის მიერ ფულადი თანხის გადარიცხვის ოდენობის და ადრესატების,  საპყრობილის დირექტორის და მისი მოადგილის ნდობააღჭურვილი პირების ვინაობის შესახებ.