პერუს პრეზიდენტი “მორალური არაკომპეტენტურობის” გამო გადააყენეს

სამხრეთ ამერიკის 34 მილიონიანი სახელმწიფოს- პერუს პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს თანამდებობიდან “მორალური არაკომპეტენტურობის “გამო თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რომელიც უსაფრთხოების მძიმე კრიზისის ფონზე შეიქმნა. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ხოსე ჯერიმ კონგრესის YouTube არხზე პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.
საგანგებო სხდომის მოწვევის უშუალო საბაბი სერიოზული ინციდენტი გახდა, რომელმაც ქვეყანა შეძრა. 8 ოქტომბრის საღამოს, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს ჯგუფ „აგუა მარინას“ გამოსვლის დროს. ინციდენტის შედეგად, ხუთმა ადამიანმა, მათ შორის ჯგუფის ოთხმა წევრმა, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.
სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან გადაყენების ინიციატივა განსახილველად 9 ოქტომბერს წარადგინეს. კანონმდებლებმა ბოლუარტე „მორალურ არაკომპეტენტურობაში“ დაადანაშაულეს და დანაშაულთან ბრძოლის სისტემურ ჩავარდნებზე მიუთითეს. თავად პრეზიდენტმა უგულებელყო პარლამენტის სხდომა და არ დაესწრო.