პესკოვი: ქაღალდის დათვები არ არსებობს
რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის – რუსეთი ნამდვილი დათვია, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.
- „რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება. ქაღალდის დათვები არ არსებობენ, რუსეთი ნამდვილი დათვია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელით უკრაინას აქეზებს შემდგომი ბრძოლისთვის, რომ “რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს“.
- „მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა ევროკავშირის დახმარებით ისეთ პოზიციაშია, რომ – იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
