პასუხს აგებს და დაისჯება ყველა მოღალატე!
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ნათელმირონი, ვანის საკრებულოს დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის ხელმძღვანელები დააკავა.პაიკიძის კომპანიას 80 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები აქვს მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სუს-ის ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია.
შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
ცნობისთვის, ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოს ორგზის დეპუტატია ქართული ოცნებიდან. ის გრიგოლ ლილუაშვილის მარჯვენა ხელი, მისი ნათელმირონი და უახლოესი გარემოცვის წევრია. 2014 წელს პაიკიძის კომპანია “ჯორჯიან ენერჯი” RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორი იყო.
წყარო: https://www.facebook.com/sssgeo/videos/728439383566962
