გელაძის მინისტრობის შემდეგ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 417 პირია დაკავებული
გეკა გელაძის მინისტრობის შემდეგ (იგი 2025 წლის 28 მაისიდან არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი) ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 417 პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დღეს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, კიდევ 44 პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით 1 417 პირია დაკავებული.
