20 იანვარი 2026

ლაშა გეგეჭკორი:მოგიწოდებთ თავი დაანებოთ საპილოტე პროგრამის განხორციელების ხელის შეშლას

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 ივნისის N 1019 განკარგულებით დამტკიცდა “უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა.”

პროგრამას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტო. საპილოტე პროგრამაში ჩართული იქნებიან გურჯაანის, ქუთაისის და ბათუმის მუნიციპალიტეტები.

2025 წელს პროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო საჭირო თანხის ჯამური ოდენობა შეადგენს 4 833 500 ლარს, საიდანაც 1 256 600 ლარი არის მუნიციპალიტეტებისათვის (გურჯაანი, ქუთაისი, ბათუმი) გადასარიცხი თანხა. აქედან:
375 600 ლარი-გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის
545 500 ლარი-ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის
335 500 ლარი-ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის.

პროგრამა ითვალისწინებს სააგენტოს მიერ კახეთის, იმერეთის და აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე 9 000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანას, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და ცხოველების გარემოში დაბრუნებას.

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

აღნიშნული საპილოტე პროგრამა დაწყებულია.
ამ დროს, გამოჩნდა ცხოველთამოყვარულთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პროგრამის განხორციელებას.

შევახსენებ მათ, რომ მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ერთადერთ, მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულ ჰუმანურ მეთოდს წარმოადგენს ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები.

მოვუწოდებ ამ ჯგუფს, თავი დაანებოს საპილოტე პროგრამის განხორციელების ხელის შეშლას.

მით უმეტეს, მათ მიერ გასულ წლებში ამ სახის, მუნიციპალიტეტების დონეზე გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის და საკმაოდ დიდი თანხების მიღების გათვალისწინებით.

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.