10 მარტი 2026

როგორ გვატყუებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM)

როგორ გვატყუებს და ათეთრებს საკუთარ თანხებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება: ეს მხოლოდ სიტყვები არაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მათი განმარტებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პატრულირება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ “უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს”.

  • „2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
  • 220 დამკვირვებლით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელვადიანი ერთგულების ხელშესახები გამოვლენაა“,-წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქზე“.

ელემენტარული მათემატიკაა, ანუ რა გამოდის, 2025-2008= 17 წელს x 365 დღეზე = 6.205 დღეს. განხორიცლებული პატრულირება 90. 000 : 6.205 დღეზე = 14,5 პატრულირებას დღეში?