საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მოსკოვს ფეხებზე კიდია დასავლეთის “შეშფოთება” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით – თბილისი 24
9 მაისი 2024

მოსკოვს ფეხებზე კიდია დასავლეთის “შეშფოთება” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

მოსკოვს საერთოდ არ აინტერესებს საპრეზიდენტო არჩევნების უარყოფითი შეფასება დასავლეთის რამდენიმე ქვეყნიდან, განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჟენევაში გენადი გატილოვმა.

  • ჩვენ ფეხებზე გვკიდია და აბსოლუტურად გულგრილი ვართ იმ ფაქტის მიმართ, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა თვლის, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები იყო არაკეთილსინდისიერი. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა და ციფრები, რომლებიც საპირისპიროს მეტყველებს.
  • რუსმა ხალხმა გამოხატა უპირობო მხარდაჭერა და ნდობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში, ” – განაცხადა მან გაერო-ს აკრედიტებულ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 15-დან 17 მარტამდე გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28%, მიიღო . ნიკოლაი ხარიტონოვმა – 4,31%, ვლადისლავ დავანკოვმა – 3,85%, ლეონიდ სლუცკიმ – 3,20%. აქტივობამ 77,44% შეადგინა – ეს რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის თანამედროვე ისტორიაში.