ვოლოდინმა რუსეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნებაზე ისაუბრა
სიკვდილით დასჯის დასაბრუნებლად არ არის საჭირო რეფერენდუმის ჩატარება – საკმარისია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს თემა განხილვას მოითხოვს, აუცილებელია ყველა მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი.
- „ჩვენს კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არავის გაუუქმებია სიკვდილით დასჯა, არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გადადო ასეთი სასჯელის გამოცემა, ამიტომ არ არის საჭირო რეფერენდუმი, გადაწყვეტილება ამ საკითხზე. საკონსტიტუციო სასამართლო საკმარისია“, – განაცხადა ვოლოდინმა პარლამენტის ქვედა პალატის პლენარულ სხდომაზე.