საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ბიჭებო თქვენ თავად ხართ ღირსება და არა უღირსი დედაკაცისგან მინიჭებული ლითონის ნაჭერი – თბილისი 24
27 აპრილი 2024

ბიჭებო თქვენ თავად ხართ ღირსება და არა უღირსი დედაკაცისგან მინიჭებული ლითონის ნაჭერი

მადლობა ბიჭებო დაბრუნებული ღირსების , სიამაყის განცდისთვის!

წუხელ საქართველო ყველასი იყო, საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების, სოციალური მდგომარეობის, ყველა პოლიტიკური მსოფლმხედველობის ადამიანის.

მადლობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ამ წამიერი ერთობისათვუს, მონიჭებული სიხარულისთვის.

საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე მეტად ხარობენ ევროპაში ლუკმა პურის საშოვნელად გადახვეწილი ქართველი დედები.
წუხელ ისინი ძალიან ამაყები და ღირსებაშემოსილები იყვნენ!

ნაცი რის ნაცია, თუ ამ საერთო სიხარულში საკუთარი პოლიტიკური ბოღმა არ ანთხია.

პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ნაკრების წევრების ღირსების ორდენით დასაჯიდოვებლად წარდგენის შესახებ ისინი ” წადი, წადი”-ს შეძახილებით სკანდირედნდნ.

მხოლოდ მე არ მომისმენია, უბრალოდ სიხარულით აღტკინებულმა გულშემატკივარმა, ჟარგონულად რომ ვთქვათ ეს “გაატარა”.

როგორ უნდა გაბოროტდე, რომ ამ საერთო სიხარულში პოლიტიკა, მიშა და გადატრიალება გახსოვდეს?
როგორ დიდ წნეხს, ზეწოლას უნდა განიცდიდეს შენი ე. წ. ტვინის უჯრედი, რომ უდიდესი სიხარულის გრძნობაშიც კი მიშა ჩაატიო?
არადა, გუშინ იგივე ხალხი ერთად და ნაკრების თითოეულ წევრს ცალკე- ცალკე ლანძღავდა ..
მიკვირს, ამ გამარჯვებაში” მიშას დამსახურება “არ ჩაკვეხეთ!

არანაირი სიხარული, გამარჯვება თქვენთან არ მინდა ,
მაპატიოს პრემიერმა, ბიჭებმა, მაგრამ არც იმ უღირსი დედაკაცის გადმოცემული ღირსების ორდენი.

თქვენ აქეთ დაუბრუნეთ ღირსება ერს. თქვენი მედალი, ღირსება ის სიყვარულია , რაც წუხელ, დღეს მთელმა საქართველოს განაცდევინეთ.

განსაკუთრებული მადლობა მთელი ამ პროცესის უდავო გმირს , საქართველოს ნაკრების მეკარეს მამარდაშვილს, რომლის გარეშეც ეს შედეგი არ დადგებოდა.
თუმც , ოდესღაც ისეთი სახელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც FIFA, UEFA პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა, რა იქნება შემდეგ, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან , როგორც ერთი ფრთიანი გამოთქმის არ იყოს “მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა”.

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.