სერბეთის პრეზიდენტი ერს აფრთხილებს: ეს დღეები რთული იქნება როგორც არასდროს
სერბეთის ლიდერმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა. მისივე თქმით, ყველა დეტალს მოქალაქეებს უახლოეს დღეებში გააცნობენ.
- „ახლა ჩემთვის ადვილი არ არის იმის თქმა, თუ რა სიახლეები მივიღეთ ბოლო 48 საათის განმავლობაში… უახლოეს დღეებში მე ვაცნობ სერბელ ხალხს ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რომელიც გველის წინ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ რთული იქნება „როგორც არასდროს“, მაგრამ სერბეთი გაიმარჯვებს და გაუმკლავდება ყველა გამოწვევას.