მცხეთაში „მაჯლაჯუნების“ დრო უნდა დასრულდეს, კანონი მერიის კაბინეტში არ უნდა მთავრდებოდეს
მცხეთაში, როგორც ჩანს, დადგა დრო, როდესაც თანამდებობის პირებს უნდა შეახსენონ უმთავრესი რამ: მერია მათი პირადი სამფლობელო არ არის, მოქალაქე კი მათი წყალობის მომლოდინე ქვეშევრდომი არ არის.
დასრულდა დრო, როდესაც ზოგიერთი ჩინოვნიკი მოქალაქეს ზემოდან დაჰყურებს, კანონს საკუთარი შეხედულებისამებრ კითხულობს და ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას პირად ძალაუფლებად აღიქვამს.
მცხეთის მერად ყოფნა არც სამუდამო ტახტია და არც მოქალაქეების დამორჩილების უფლება.
ჩემი დაპირისპირება მცხეთის მერიასთან ერთი დღის, ერთი განცხადების ან ერთი პირადი უთანხმოების ისტორია არ არის. ეს არის წლების განმავლობაში გაგრძელებული ბრძოლა იმისთვის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოქალაქის მიმართ იმოქმედოს კანონით და არა საკუთარი სურვილით.
2026 წლის 30 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური განცხადებით მივმართე და მივაწოდე ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული კონკრეტული გარემოებების შესახებ, რომლებიც, ჩემი შეფასებით, საჭიროებდა სამართლებრივ და ანტიკორუფციულ შესწავლას.
საქმე ეხებოდა, მათ შორის, I კლასის (60 კვ.მ -მდე) შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მარტივი შეტყობინების პროცედურის გამოყენებას და მცხეთის მერიის მიერ ამ პროცედურის ადმინისტრაციულად იმგვარად გართულებას, რომ იგი პრაქტიკულად სრული მშენებლობის ნებართვის პროცედურას ემსგავსებოდა.
ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი შეფასება.
მერიამ არაერთგზის დაახარვეზა ჩემს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მომთხოვა ისეთი დამატებითი მასალების წარმოდგენა, როგორიცაა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, კონკრეტული ფორმით შესრულებული ფოტომონტაჟი, სატრანსპორტო სქემა, ქვეკონტრაქტორის ტექნიკური ნახაზი, ენერგოეფექტურობის სრული დოკუმენტაცია, გენგეგმაზე დამატებითი მიბმები, სამეზობლო მიჯნის ზონასთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვები და სხვა მოთხოვნები.
ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ ასეთი მოთხოვნების ერთობლიობა I კლასის ობიექტისთვის კანონით გათვალისწინებულ მარტივ შეტყობინებას შინაარსობრივად სრულ ადმინისტრაციულ-სანებართვო პროცედურად აქცევს.
აქ უკვე საქმე აღარ არის მხოლოდ ერთი მოქალაქის გაჭიანურებულ მშენებლობაზე- ჩნდება პრინციპული სამართლებრივი კითხვა: შეუძლია თუ არა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოს, საკუთარი პრაქტიკითა და დამატებითი მოთხოვნებით, კანონით დადგენილი გამარტივებული პროცედურა ( განსაკუთრებით მაღალმთიან ზონაში) იმდენად გაართულოს, რომ კანონით გათვალისწინებული მარტივი შეტყობინების არსი ფაქტობრივად გაქრეს?
ბატონ პრემიერს მივმართე, რომ მან, როგორც კანონმდებელმა და კონსტიტუციონალისტმა, ჩემზე უკეთ იცის, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი არის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი და მისი მოთხოვნები ადმინისტრაციული ორგანოსთვის სავალდებულოა.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული პრაქტიკა ვერ გახდება კანონით დადგენილი უფლების შეზღუდვის თვითნებური საფუძველი.
თუ ქვემდგომი ნორმატიული აქტი ან ადმინისტრაციული პრაქტიკა ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიერების პრინციპისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების იერარქიის დაცვით.
- საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მშენებლობის მარტივ შეტყობინებას ექვემდებარება.
- ამასთან, კოდექსის მე-8 მუხლი განსაზღვრავს I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შეტყობინებისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ წესებს.
ამიტომ მერიის მიერ მოქალაქისთვის დამატებითი მოთხოვნების წაყენებისას უნდა არსებობდეს კონკრეტული, მკაფიო და კანონიდან გამომდინარე სამართლებრივი საფუძველი.
ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმოქმედებს პრინციპით – „ჯერ წარმოადგინე ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვესურვება და შემდეგ ვნახოთ“.
მოქალაქისგან მოთხოვნილი თითოეული დოკუმენტი და თითოეული დამატებითი პირობა უნდა ემყარებოდეს შესაბამის სამართლებრივ ნორმას და ემსახურებოდეს კანონით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს.
წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივი შეტყობინება მხოლოდ სახელწოდებით რჩება მარტივი. შინაარსობრივად კი მოქალაქეს უწევს იგივე გზის გავლა, რასაც სრული მშენებლობის ნებართვის მიღებისას.
ეს სწორედ ის საკითხია, რომლის სამართლებრივად შეფასებასაც ვითხოვდი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის №549 დადგენილებით გათვალისწინებული გარდამავალი რეგულაციებიც. ჩემი მოთხოვნაა, შესაბამისმა ორგანომ კონკრეტულად შეამოწმოს, რა წესები მოქმედებდა ჩემი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტში, რომელი მოთხოვნები იყო სავალდებულო და რომელი – არა, და რამდენად შეესაბამებოდა მერიის მიერ მოთხოვნილი თითოეული დოკუმენტი მოქმედ სამართლებრივ რეგულაციას.
აქ არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს „მუნიციპალურ პრაქტიკას“ კანონის ნაცვლად- კანონი არის კანონი, მუნიციპალური მოხელის ინტერპრეტაცია კი კანონი არ არის და თუ რომელიმე დამატებითი მოთხოვნა მართლაც კანონიდან გამომდინარეობს, საზოგადოებას და მოქალაქეს უნდა ეჩვენოს ზუსტი სამართლებრივი საფუძველი- კონკრეტული მუხლი, პუნქტი, დადგენილება და ადმინისტრაციული გადაწყვეტილება.
სწორედ ამ გამჭვირვალობას ვითხოვ. ამავე განცხადებაში მივუთითე სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც.
მცხეთი დღეს უკვე ყოფილი გოგი აბუაშვილი 2013-2018 წლებში იყო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი.
ამასთან, ჩემი განცხადების შეტანის პერიოდში არსებობდა ინფორმაცია მისი კავშირების შესახებ კერძო კომპანიებთან, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია არქიტექტურასთან, დიზაინთან, სამშენებლო პროექტირებასა და დეველოპმენტთან.
კერძოდ, საუბარია შპს „ბრიტანია არქსტუდიოზე“ (ს/ნ 405702306), შპს „სითი არტზე“ (ს/ნ 436255071) და შპს „კად დეველოპმენტზე“.
თავისთავად რომელიმე კომპანიის დამფუძნებლობა ან წილის ფლობა დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტი არ არის. მაგრამ როდესაც საჯარო თანამდებობის პირის საჯარო უფლებამოსილება და მისი კერძო ბიზნესინტერესები ერთსა და იმავე სფეროს უკავშირდება, ეს ქმნის ისეთ გარემოებას, რომლის მიმართაც ინტერესთა კონფლიქმისა და მიუკერძოებლობის საკითხი სათანადოდ უნდა შემოწმდეს.
მით უფრო მაშინ, როდესაც მოქალაქე აცხადებს, რომ მის მიმართ ადმინისტრაციული პროცედურა არაერთგზის გართულდა და დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნით შეფერხდა.
- მე არ ვითხოვ ვინმეს წინასწარ დამნაშავედ გამოცხადებას- ვითხოვ დოკუმენტების შემოწმებას.
- ვინ მოითხოვა დამატებითი დოკუმენტები?
- რომელი ნორმის საფუძველზე?
- როდის იქნა მოთხოვნა წარდგენილი?
- იყო თუ არა იგივე მოთხოვნები გამოყენებული სხვა მოქალაქეების მიმართ?
- რამდენი I კლასის ობიექტის მარტივი შეტყობინება იქნა მიღებული მცხეთის მუნიციპალიტეტში?
- რამდენი იქნა დახარვეზებული?
- რა საფუძვლით?
- რამდენ შემთხვევაში იქნა მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტები?
- იყო თუ არა ერთგვაროვანი ადმინისტრაციული პრაქტიკა?
- და არსებობდა თუ არა რაიმე კერძო ინტერესი კონკრეტული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას?
ეს არის ის კითხვები, რომელზეც პასუხი დოკუმენტებით უნდა გაეცეს და არა პოლიტიკური განცხადებებით.
ჩემი განცხადება საბოლოოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს შესაბამის რეგიონულ სტრუქტურაში მოხვდა, საიდანაც მივიღე პასუხი, რომ „ წერილში მითითებული ფაქტები მათი კომპეტენციის სფეროში არ შედის“.
მაგრამ პასუხმა კითხვები ვერ გააქრო, პირიქით – კითხვები დარჩა და ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ისინი შესაბამისმა ორგანოებმა კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ.
ამიტომ ბატონო პრემიერ-მინისტრო, განმეორებით მოგმართავთ:
გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებას დეტალურად და ობიექტურად შეისწავლოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მარტივი შეტყობინების პროცედურის შესაძლო გადაჭარბებული გართულების ფაქტი.
შესწავლილ იქნეს:
- ჩემს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის რამდენჯერმე დახარვეზების თითოეული საფუძველი,
- ჩემგან მოთხოვნილი თითოეული დამატებითი დოკუმენტის სამართლებრივი საფუძველი;
- რამდენად შეესაბამებოდა ეს მოთხოვნები კოდექსის 8-ე და 94-ე მუხლებს;
- მოქმედებდა თუ არა კონკრეტულ პერიოდში №549 დადგენილების შესაბამისი გარდამავალი დებულებები;
- არსებობდა თუ არა მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი რაიმე კანონიერი დამატებითი რეჟიმი;
- რამდენად ერთგვაროვანი იყო მცხეთის მერიის ადმინისტრაციული პრაქტიკა სხვა I კლასის ობიექტებთან მიმართებით და არსებობდა თუ არა თანამდებობის პირებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქმის ან სხვა სამართლებრივი რისკის ნიშნები.
ასევე გთხოვთ, შესაბამის ორგანოს მიეცეს მითითება, რომ I კლასის ობიექტებთან დაკავშირებული მარტივი შეტყობინების ადმინისტრაციული წარმოებისას მუნიციპალიტეტებმა არ დააწესონ კანონით გაუთვალისწინებელი ან კანონით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურის არსის გამომფიტავი მოთხოვნები.
მე არ ვითხოვ ანგარიშსწორებას, ვითხოვ კანონის აღსრულებას,არ ვითხოვ ვინმეს წინასწარ დამნაშავედ გამოცხადებას, არამედ ვითხოვ ფაქტების შემოწმებასდა თუ მერიის ყველა მოქმედება კანონიერი იყო – შესწავლამ ეს უნდა დაადასტუროს .
თუ დარღვევა არ ყოფილა კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ მოქალაქის უფლების განხორციელებას მართლაც ხელოვნური ადმინისტრაციული ბარიერები შეექმნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.
მცხეთის მერია მოქალაქის წინააღმდეგ ბრძოლის ადგილი არ უნდა იყოს, მერია მოქალაქის სამსახურში არსებული ადმინისტრაციული ორგანოა და თანამდებობა არავის აძლევს უფლებას, მოქალაქეს კანონზე მეტი მოსთხოვოს.
მერი იცვლება. თანამდებობა მთავრდება. კანონი რჩება.
რაც შეეხება „ხეპრეს“, „ჩლუნგისა“ და „მაჯლაჯუნას“ ეპითეტებს , რასაც მე გულუხვად გამოვიყენებდი ამ სუბიექტის მიმართ შეფასებაში – ეს არის მკვეთრი ჟურნალისტური მეტაფორა და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია.
„მაჯლაჯუნა“ ხალხურ წარმოდგენაში არსებაა, რომელიც ადამიანს ღამით ზემოდან აწვება, სუნთქვას უკრავს და სინათლის ეშინია. სწორედ ამიტომ ეს მეტაფორა აქ შემთხვევითი არ არის.
საჯარო ხელისუფლებას სინათლის არ უნდა ეშინოდეს.თუ ყველაფერი კანონიერია – გამოიტანონ დოკუმენტები, თუ მოთხოვნები კანონიერია – აჩვენონ მათი სამართლებრივი საფუძველი, თუ ინტერესთა კონფლიქმი არ არსებობს – შემოწმებამ ეს დაადასტუროს და თუ დარღვევა არსებობს – სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს.
მესმის, რომ მოქმედი მერის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მეცემა არ შედიოდა სახელმწიფო პოლტიკაში, მეტადრე ამ სუბიექტს ჩემი ინფორმაციით უფრო მეტი და მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში- პირადი მიზნებით თუ პოლიტიკური დაინტერესებით, აბსურდული მოტოვაციით ბლოკავდა მოქალაქეთათვის მამა-პაპისეული მიწების სპორადული წესით რეგისტრაციას, იგონებდა ახალ -ახალ ტერმინებს „ხევი“, თუ „ჯაგი“ და ოფიციალუი დოკუმეტებში წერდა, რომ „ მერია ეწინააღმდეგება პიროვნებაზე მიწის გადაცემას, რადგან არის ხევი“ … დასუჯელელობის და თვითნებობის სინმდორმით აღტკინებული ერთი ხალხური გამონათქმის არ იყოს „ჩემი @@@ კიტრიას“ მსგავსად..
მცხეთაში „მაჯლაჯუნების“ დრო უნდა დასრულდეს, სინათლე უნდა აინთოს , ყველაფერი გამოჩნდეს და ყველაფერს თავის სახელი დაერქვას.
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია

