26 აგვისტო 2026

სააკაშვილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს “ამხელს”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იყო ასოციაცია, რომლის ერთი თავმჯდომარე ქოცების თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მეორე ქოცების პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე იმავე პარლამენტში ვიცე-სპიკერი, – ამის შესახებ მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ ნიკოლზის ძე სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების თვალში ნდობა არ აქვთ.

  • „ყველაფერი რისი ცოდნაც გჭირდებათ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გუშინ თქვა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური მოტივებით იდევნება.
  • ეს იყო ასოციაცია, რომელმაც 14 წლის განმავლობაში ერთხელ არ ამოღერღა იგივე ჩემზე და რომლის ერთი თავმჯდომარე ქოცების თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მეორე ქოცების პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე იმავე პარლამენტში ვიცე-სპიკერი.
  • ამიტომაც საზოგადოების თვალში ნდობა აქვთ ნული და სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები. ხოლო ის იდიოტები ,ვინც მათ დასავლეთიდან აფინანსებს, რეალურად რეჟიმს ეხმარებიან“, – წერს “ერის მამა “.