ოდისევსი ციხიდან: სააკაშვილის ახალი მითი, სადაც ყველას შურს მის ბედნიერების
მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ისევ გაგვახარა. ამჯერად ის არა უბრალოდ პოლიტიკოსია, არამედ ოდისევსია, პენელოპა – საქართველოს სადავეებია, ხელისმთხოვნელები – ოპოზიცია, ხოლო ის თვითონ – დიდი გმირი, რომელიც 20 წლის შემდეგ დაბრუნდა (თუმცა რეალურად ციხეში ზის, მაგრამ დეტალები უმნიშვნელოა).
ყველაზე სახალისო ისაა, რომ სააკაშვილი სერიოზულად წერს: ოპოზიცია მასზე თავს ესხმის, რადგან „ხვდება, რომ პენელოპას უფრო ის შეესაბამება“. ანუ პრობლემა არა მისი პოლიტიკური მარცხებია, არა ქვეყანაში დარჩენილი მემკვიდრეობა, არამედ ის, რომ ყველა შურს მისი… ბედნიერი დაბრუნებისა.
სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის მოკლე დიაგნოზი ასეთია; რეალობისგან სრული მოწყვეტა + მეგალომანია + კლასიკური პროექცია: საკუთარ ყველა წარუმატებლობა სხვებს აბრალებს, თავს კი ანტიკური ეპოსის გმირად წარმოიდგენს. ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური კომუნიკაცია. ეს არის პირადი მითოლოგია, სადაც ის ერთდროულად ოდისევსიცაა, მანდელაც და ლულაც.
„ძალიან კარგი ფილმია! ყველას გირჩევთ ნახოთ.”- წერს “ტანჯული პრეზიდენტი”. რა თქმა უნდა, მიხეილ ნიკოლაევიჩ, განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ოდისევსი სახლში ბრუნდება და… აღმოაჩენს, რომ სახლი უკვე დიდი ხანია სხვებისაა.
