რუბიო: საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არალეგიტიმური სტრუქტურაა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არალეგიტიმური საერთაშორისო ორგანიზაციაა.მოდით, წესრიგი დავამყაროთ, – აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
- ” აშშ-ის ადმინისტრაცია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს არალეგიტიმურ სტრუქტურად მიიჩნევს და უკვე დაიწყო აქტიური ძალისხმევა მის „შესაბამისობაში მოყვანისთვის“,- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ .
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განცხადება კემპ-დევიდში გამართულ კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.
სახელმწიფო მდივანი ირწმუნება რომ ვაშინგტონმა უკვე დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასამორჩილებლად.
