1 აგვისტო 2026

ევროპის მთავრობებმა გრძელვადიანი სარგებლის მისაღებად მოკლევადიანი ტკივილი უნდა აიტანონ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უბადლო ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყნებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. ისტორიული განცხადება მან მანილაში გამართულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მინისტერიალზე გააკეთა.

როგორც კაია კალასმა აღნიშნა, ევროკავშირი „ნათლად ხედავს“, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის კონტინენტის ქვეყნების არსებობას. მან განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოები აპირებენ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და გააძლიერონ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, ემზადებიან რა გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის.

კალასმა აღიარა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირის ეკონომიკისთვის ტკივილად იქცა.
მისი თქმით, ევროპის მთავრობებმა „გრძელვადიანი სარგებლის მისაღებად ეს მოკლევადიანი ტკივილი უნდა აიტანონ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთ-ასეანის მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს განზრახვა ევროპაში ვინმეს თავს დაესხას. „თუ ისინი, მთელი ევროპა გარკვეული დროშის ქვეშ შეკრიბეს და ჩვენზე თავდასხმას კვლავ შეეცდებიან, ეს არატრადიციული (неконвенциональная война ) ომი იქნება“, – აღნიშნა ლავროვმა.