“ტოპ-ტვინ” გრიგოლ – აქეთ ფიცარი,იქით ფიცარი…(ვიდეო)
„ქოცები“ კიდევ ერთხელ გაიქცნენ, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან – „ქოცი“ გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე,„ქოცი” ხარობს ყველაზე კარგად, მაგრამ თქვენ და თქვენი ოჯახები ღარიბდებით – ამის შესახებ ე.წ. პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ტოპ- ტვინმა გრიგოლმა ( გეგელიამ) ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას ეხმაურება.
- „ქოცები“ კიდევ ერთხელ გაიქცნენ, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, ისე როგორც გასულ წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან და იქამდე ევროპარლამენტის დარბაზიდან.
- „ქოცი“ გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე,
- სადაც არის თავისუფალი კონკურენცია,სადაც არ ჭრის „ქოცური“ ხრიკები, სადაც არ მუშაობს მდარე “ქოცური” ვირეშმაკობა.
- „ქოცი“ მირბის ყველა იმ სივრცეში, სადაც არის დიქტატურა, კორუფცია, უკანონობა, ძალმომრეობა.
- „ქოცს“ აშინებს ყველაფერი, რაც ჰააგას უკავშირდება,
- რადგან „ქოცმა“ ძალიან კარგად იცის, რომ მისი დასასრული მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სწორედ ამ ქალაქის სახელგანთქმულ ტრიბუნალთან.
- „ქოცი” ხარობს ყველაზე კარგად, მაგრამ თქვენ და თქვენი ოჯახები ღარიბდებით და, სამწუხაროდ, ყველანი ერთად მივდივართ სულ უფრო უკან.
ჩვენი, ქართველი ხალხის ბრძოლა მავნებელი, ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება და ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არის სრულიად ცივილიზებული მსოფლიო“, – განაცხადა ტონ -ტინმა გრიგოლმა ბრიФინგზე.
შენ რა საერთო გაქვს “ქართველ ხალხთან” გრიგოლ შვილო, სარკესთანაც ასე თავდაჯერებული საუბრობ?
ყოველ ჯერზე, როცა გრიგოლ გეგელია მიკროფონთან დგება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მსოფლიოს მთავარი გეოპოლიტიკური ანალიტიკოსი საუბრობს.
რეალურად კი, პრესკონფერენცია უფრო თეატრალურ მონოლოგს ჰგავს, ვიდრე ფაქტებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ შეფასებას.
„ქოცები გაიქცნენ“ – ამბობს “ტოპ -ტვინა”, თითქოს დიპლომატიურ პროტესტსა და გაქცევას შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობდეს. მისი ლოგიკით, თუ სხდომა დატოვე, გაიქეცი; თუ დარჩი – დანებდი; თუ ილაპარაკე – ცუდია; თუ არ ილაპარაკე – უარესია. მოკლედ, შედეგი ყოველთვის წინასწარ დაწერილია.
„ქოცი გარბის ყველგან, სადაც სიმართლე ისმისო.“ საინტერესოა, ეს ის სიმართლეა, რომელსაც თავად აცხადებს ერთადერთ ჭეშმარიტებად?
დემოკრატია ხომ სწორედ იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული პოზიციებიც არსებობდეს და ყველა მათგანი ავტომატურად „სიმართლის მტრად“ არ გამოცხადდეს.
ყველაზე კურიოზული მაინც ჰააგაზე გაკეთებული მინიშნებებია. ისეთი თავდაჯერებით საუბრობს, თითქოს ტრიბუნალის პროკურორის პირადი მრჩეველი იყოს და განაჩენებიც უკვე ჯიბეში ედოს. პოლიტიკურ განცხადებებს პროგნოზებად გასაღება სერიოზულობას კი არ მატებს, არამედ პოლიტიკური ფანტასტიკის ჟანრს უფრო უახლოვებს.
რაც შეეხება ფრაზას -„თქვენ ღარიბდებით“, ეს უკვე ნაცნობი პოლიტიკური შაბლონია. როდესაც არგუმენტები იწურება, სცენაზე გამოდის კატასტროფის სცენარი. ოღონდ ამავე დროს საზოგადოებას არც გამოსავალს სთავაზობენ და არც საკუთარ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
და ბოლოს, თუ ყველა, ვინც არ ეთანხმება გრიგოლ გეგელიას, აუცილებლად „ანტიქართულია“, ხოლო ყველა, ვინც ეთანხმება – „ცივილიზებული მსოფლიოს წარმომადგენელია“, მაშინ დისკუსია აღარ ყოფილა, უბრალოდ მონოლოგი ყოფილა, სადაც მოსაუბრე თავად არის მოსამართლეც, ნაფიც მსაჯულიც და კომენტატორიც.
პოლიტიკაში ხმამაღალი განცხადებები მარტივია. გაცილებით რთულია არგუმენტებით ოპონირება. ჯერჯერობით კი გრიგოლ გეგელიას ბრიფინგები უფრო ხმაურის შექმნას ჰგავს, ვიდრე ისეთი პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებას, რომელსაც ფაქტები ამყარებს.
საბოლოოდ, გრიგოლ გეგელიას ყოველი ბრიფინგი ჰგავს იმ მოსწავლეს, რომელსაც მასწავლებელმა თემა მისცა, მაგრამ მთელი თხზულება ერთი სიტყვით დაწერა. ამ შემთხვევაში ის სიტყვაა – „ქოცი“. დანარჩენს კი ხმამაღალი ინტონაცია ავსებს.
