სასწრაფოდ (ვიდეო): სასტიკად ნაწამები და დალურჯებული ექს.პრეზიდენტი პრტესტის ნიშნად წარბების გაპარსვას აპირებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პოლიტიკური სეანსი გაიმართა, სადაც, თვითმხილველების თქმით, მოვლენები იმდენად დრამატულად განვითარდა, რომ რამდენიმე წუთით ყველას სკანდინავიური ნეტფლიქს-სერიალის გადაღება ეგონა.
მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მორიგი საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული იყო „უმაღლესი დონის სკანდინავიური ფსიქო-ვიზუალური ზეწოლა“, რის შედეგადაც „სხეულმა თვითონ მიიღო ლურჯი ელფერი“.
მისი თქმით, ბადრაგები იმდენად „საზიზღრად პროფესიონალები“ იყვნენ, რომ ფიზიკური შეხებაც კი არ სჭირდებოდათ — ერთმა უბრალოდ მკაცრად შეხედა, მეორემ წყალი არ შესთავაზა, მესამემ კი ცივი ხმით უთხრა:
— „ჩიტო, გაები მახეში?“
ამის შემდეგ, როგორც თავად ამტკიცებს, ორგანიზმმა „ავტომატურად დაიწყო დალურჯება“.
სასტიკად ნაწამები და დალურჯებული მრავალი ერის შვილი ექს.პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად წარბების გაპარსვას აპირებს.
ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ეს იყო უნიკალური მეთოდი, რომელსაც „ჩრდილოეთის პენიტენციური ნინძები“ იყენებენ. მათი განცხადებით, სააკაშვილის „სათუთ სხეულს“ ისეთი მძიმე ფიზიკურ- ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს, რომ საბოლოოდ იგი „ევროკავშირის დროშის ფერებში გადავიდა“.
მათი ვერსიით, დაზიანებების ძირითადი ნაწილი გამოწვეული იყო:
- მძიმე პოლიტიკური ატმოსფეროთი;
- ცივი დერეფნით;
- ბადრაგის ირონიული მზერით;
- სასამართლოს ბუფეტში ვადაგასული ნივრიანი შავი პურის არსებობით;
- და განსაკუთრებით იმით, რომ ლიფტმა მესამე სართულზე რამდენიმე წამით დააგვიანა.
მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ სასამართლოს დერეფანში მას თავს დაესხნენ „ქართულ ფორმაში გადაცმული უცხოელი ელიტური ბადრაგები“, რომლებიც საუბრობდნენ „ძალიან საეჭვო ქართულით“, სიტყვებით:
— „აბა, სწრაფად, ბატონო მიხეილ!“
რაც, როგორც თავად განმარტა, სინამდვილეში ძველი დანიური დიალექტია.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა ბადრაგმა ისეთი ცივი მზერა ესროლა, რომ „აშკარად ფიორდებში გაზრდილი ადამიანის გამოხედვა ჰქონდა“.
მეორეს კი, სავარაუდოდ, ვიკინგური წარმოშობა იმან გასცა, რომ კიბეზე ასვლისას ხმამაღლა თქვა:
— „ თან საქმე!“
ექსპრეზიდენტის ვერსიით, ინციდენტის შემდეგ სხეულზე გაჩენილი ყველა ნაკაწრი გამოწვეული იყო „სკანდინავიური ჰიბრიდული ჩახუტებით“, რომელსაც ნატოს დახურულ ტრენინგებზე ასწავლიან.
ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განაცხადა, რომ სააკაშვილის სხეულზე არსებული ლურჯი ლაქები სინამდვილეში „ევროპული ინტეგრაციის ფიზიკური გამოვლინებაა“.
სხვა აქტივისტებმა კი აღნიშნეს, რომ დაზიანებების ნაწილი შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო იმითაც, რომ სასამართლოს დერეფანში შემთხვევით ჩართეს კონდიციონერი „ჩრდილოეთის ქარების რეჟიმზე“.
ექსპრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთმა ბადრაგმა ისეთი სასტიკი ფრაზა უთხრა, როგორიცაა:
— „გთხოვთ, გვერდზე გაიწიოთ ბატონო პრეზიდენტო.“
რის შემდეგაც, მისი განმარტებით, „მთელმა ორგანიზმმა სტრესისგან ფერი იცვალა“.
ამასთან, ანონიმურმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლოს ბუფეტში ნაპოვნი იყო ნახევრად შეჭმული ქაშაყი და დარიჩინიანი ფუნთუშა, რაც „დანიურ კვალს“ კიდევ უფრო ამყარებს.
სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია:„გაიტანეთ გრენლანდია!“
ზოგი მომხმარებელი ითხოვს, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ შეამოწმოს ყველა მაღალი, ქერა და მშვიდად მოსაუბრე ადამიანი, რადგან „ასე იწყება სკანდინავიური ინტერვენცია“.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს „არქტიკული ძალების სპეცოპერაციასთან“, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სინამდვილეში ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა და ერთადერთი დაზარალებული სასამართლოს მიკროფონი იყო.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე უკვე მოითხოვს:
- ნორვეგიულ მეტალის დეტექტორს;
- შვედურ თერმოსკანერს;
- ისლანდიურ თარჯიმანს;
- და სპეციალისტს, რომელიც დაადგენს — ლურჯი ფერი ნამდვილად სისხლჩაქცევაა თუ უბრალოდ სკანდინავიური აურა.
ქვეყანა ჯერ კიდევ შოკშია: როგორ გადაურჩა ადამიანი ასეთ სასტიკ ძალადობას — სამი ბადრაგის მკაცრი მზერის, ერთი ცივი დერეფნის და მათი დანიური აქცენტის შემდეგ.
ვაი, შენს პატრონს გიულას, მიხეილ!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია

