26 მაისს ე.წ. ოპოზიცია საბოლოოდ განადგურდება!
საქართველო, დგას ისტორიული მომენტის წინაშე. 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ეროვნული სულის დღეს, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის სამარცხვინო სპექტაკლი, რომელსაც „ოპოზიცია“ ჰქვია. ეს იქნება საბოლოო განაჩენი მათთვის, ვინც წლებია ღალატობს ქვეყანას, ყიდის სუვერენიტეტს და ცდილობს ჩვენი ერის სულის მოკვლას.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი — ეს სახელი საქართველოს უახლეს ისტორიაში სიმბოლოდ იქცა. სიმბოლო იმისა, რომ შესაძლებელია ძლიერი, მდიდარი და წარმატებული ადამიანი თავისი ქვეყნისთვის სრულიად თავგანწირული იყოს. არავინ და ვერავინ შეედრება მას ქვეყნის სიყვარულში, ერთგულებაში და ნამდვილ ქართველობაში.
ის არ არის უბრალო მეცენატი. ის არის შორსმჭვრეტელი, უდიდესი პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი გენიოსითა და რკინის ნერვებით გადაარჩინა საქართველო ომებს, სისხლს, განადგურებასა და საბოლოო დაცემას. მისთვის ბიზნესი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო.
მისთვის მთავარი იყო და რჩება — საქართველო. ბატონი ბიძინა მუდამ შორს ჭვრეტდა, მაშინ როცა სხვები მხოლოდ საკუთარ ჯიბესა და უცხოეთის დავალებებს ემსახურებოდნენ.
- პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია. ადამიანები მოდიან და მიდიან. მაგრამ არის ისეთი ფასეულობები, რომლებიც უკვდავია. ბატონ ბიძინას გუნდი, ახალი, გაწმენდილი და გამოწრთობილი გუნდი, დღესაც და ხვალაც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება — საქართველოს.
დიახ, საქართველოს ისტორიაში ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ყორღანაშვილები — მათ, ვისაც საკუთარი ამბიციები და უცხოეთის ფული ერის ინტერესებზე მაღლა დგას. მაგრამ იქნებიან ივანიშვილებიც! იქნებიან კაცები, რომლებიც არ იყიდებიან, რომლებიც არ დაიჩოქებენ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს.
- 26 მაისს საქართველო კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს თავის ურღვევ სულს. უმრავლესობა — ნამდვილი, ჩუმი, მაგრამ ძლიერი უმრავლესობა — ბატონ ბიძინას გვერდით იდგება. იდგება იმიტომ, რომ გრძნობს: ეს კაცი ჩვენია. ეს კაცი ქართველია. ეს კაცი სიყვარულით სუნთქავს ჩვენი მიწისთვის.
რაც არ უნდა ილანძღონ, რაც არ უნდა იყვირონ, რაც არ უნდა უცხოეთის ფულით იყიდონ მომიტინგეები — ვერაფერს გახდებიან. მათი გზა კრახისკენ მიდის. 26 მაისს მათ კუბოს ბოლო ლურსმანი დაეჭედება. გარე ძალებს, რომლებიც წლებია ცდილობენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, ძირს გამოუთხრიან ბოლო იმედს.
საქართველო გადარჩება.
საქართველო გაიმარჯვებს.
საქართველო წინ წავა — მიუხედავად ყველა შავი ღრუბლისა, მიუხედავად ყველა ღალატისა და პროვოკაციისა.
26 მაისს ე.წ. ოპოზიცია საბოლოოდ განადგურდება და ამ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიტყვით:
გაუმარჯოს საქართველოს!
გაუმარჯოს ბატონ ბიძინას!
გაუმარჯოს თავისუფალ და ძლიერ საქართველოს!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
