საქართველოს მეფეები
საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიამ (575-1810) ქვეყანას მრავალი დიდი მმართველი აჩუქა. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ, რომელიც უძველესი ქართული სამთავროს, ტაო-კლარჯეთის ნაწილი იყო (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ბაგრატიონთა საგვარეულო ფესვებს ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნიდან, ბივრიტიანთა (ბივრატიანთა) საგვარეულოდან იღებს. ამ ოჯახის წარმომადგენლები ძვ. წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს (ოძრახეს) საერისთავოს. ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო ბაგრატ ბივრიტიანის ვაჟი – გურამ I კურაპალატი. სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონმა (მე-10 საუკუნის ქართველი ისტორიკოსი) წამოაყენა იდეა ამ დინასტიის ბიბლიური წარმოშობის შესახებ, მაგრამ ეს თეორია წარუმატებელი იყო.
ქართლის ერისთმთავარნი (575-605, 786-809 წწ.)
ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი, ქართლის ერისმთავარი გუარამ I კურაპალატი იყო (575-590). დედამისი იყო ვახტანგ I გორგასალის შვილი, თავად ვახტანგ გორგასალი კი თავის მხრივ იყო საქართველოს ფარნავაზიანთა დინასტიიდან. ბაგრატიონთა ოჯახიდან იყვნენ ასევე ქართლის სამთავროს სხვა ერისთავებიც:
- სტეფანოზ I კურაპალატი (590-605)
- აშოტ I კურაპალატი (786-809)
კლარჯეთის ერისმთავარნი (619-779 წწ.)
619-678 წლებში კლარჯეთის სამთავროს ერისთავი იყო გურამ II, სტეფანოზ I-ის ვაჟი. ამ სამთავროს სხვა ერისთავები ბაგრატიონთა ოჯახიდან იყვნენ:
- ვარაზბაკური (678-705)
- ნერსე (705-742)
- ადარნასე (742-779)
ტაო-კლარჯეთის სამეფო (809-888 წწ.)
აშოტ I დიდი (აგრეთვე ცნობილი, როგორც აშოტ I კუტაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. ის მართავდა ტაო-კლარჯეთს 826 წელს დოლისკანაში გარდაცვალებამდე. მამამისი იყო ადარნასე ბაგრატიონი (კლარჯეთის ერისთავი). ტაო კლარჯეთის სხვა მეფეები იყვნენ:
- ბაგრატ I (826-876)
- დავით I კურაპალატი (876-881)
- ადარნასე II (881-888)
ქართველთა სამეფო (888- 978 (1008) წწ.)
ქართველთა სამეფო დაარსდა 888 წელს, ის მოიცავდა სამცხე-ჯავახეთის, კოლა-არტაანის, შავშეთის, ტაო-კლარჯეთის, ბასიანის, სპერის და თორთომის (თორთუმის) რეგიონებს. ადარნასე II იყო პირველი მმართველი, რომელსაც მიენიჭა წოდება “საქართველოს მეფე” (888-923 წწ). საქართველოს სხვა მეფეები იყვნენ:
- დავით II (923-937)
- ბაგრატ მაგისტრი (937-945 მეფის ოფიციალურ ტიტულს არ ატარებდა.)
- აშოტ IV (945-954)
- სუმბათ I (954-958)
- ბაგრატ II (958-975. თანამმართველნი: ადარნასე III 961-966 წწ. და დავით III 966-975 წწ.)
- გურგენ II (975-1008 თანამმართველი: მისი შვილი ბაგრატ III, 978 წლიდან ასევე დასავლეთ საქართველოში მდებარე აფხაზეთის სამეფოს მეფე )
საქართველოს ერთიანი სამეფო (978-1466 წწ.)
საქართველოს ერთიანი სამეფო დაარსდა 978 წელს. ამ წელს ბაგრატ III (გურგენ II-ს შვილი) გახდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის სამეფოს) მეფე, რომელიც მოიცავდა იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის, გურიის და სვანეთის სამთავროებს. ბაგრატის დედა გურანდუხტი იყო აფხაზთა მეფის, გიორგი II-ის ასული. ბაგრატიონების საგვარეულომ განაგრძო შთამომავლობა. მათ შორის აღსანიშნავია დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და სხვა მრავალი. 1204 წელს თამარ მეფე გახდა ტრაპზონის იმპერიის მთავარი ფუძემდებელი (ეხლა თურქეთის ნაწილი). XI-XIII საუკუნეები ისტორიაში ცნობილია როგორც საქართველოს შუა საუკუნეების ოქროს ხანა. ამ პერიოდში საქართველო იყო მთელ მცირე აზიაში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.
საქართველოს ერთიანი სამეფოს უდიდესი მმართველები: დავით IV აღმაშენებელი (1089-1125წწ) და თამარი (1184-1213წწ)
ბაგრატიონთა დინასტიის საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს მეფეები იყვნენ:
- ბაგრატ III (978-1014)
- გიორგი I (1014-1027)
- ბაგრატ IV (1027-1072)
- გიორგი II (1072-1089)
- დავით IV აღმაშენებელი) (1089-1125)
- დემეტრე I (1125-1155)
- დავით V (1155-1156)
- გიორგი III (1156-1184)
- თამარ მეფე (1184-1213)
- ლაშა – გიორგი IV (1213-1223)
- რუსუდან (1223-1245)
- დავით VI ნარინი (1245-1293)
- დავით VII ულუ (1247-1270)
- დემეტრე II (1271-1289)
- ვახტანგ II (1289-1293)
- დავით VIII (1293-1299, 1300-1308)
- გიორგი VI (1308-1313)
- გიორგი V (1299, 1314-1346)
- დავით IX (1346-1360)
- ბაგრატ V (1360-1393)
- გიორგი VII (1393-1407)
- კონსტანტინე I (1407-1411)
- ალექსანდრე I დიდი (1412-1442)
- ვახტანგ IV (1442-1446)
- გიორგი VIII (1446-1466)
ქართლ-იმერეთის მეფეები
ქართლ-იმერეთის (დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილების) მეფეები იყვნენ:
- ბაგრატ II (1466-1478)
- კონსტანტინე II (1478-1484)
იმერეთის მეფეები
ბაგრატიონთა იმერული შტოს (დასავლეთ საქართველო) დამარსებელი იყო დავით VI (დავით I იმერეთში). ის იყო დასავლეთ საქართველოს (იმერეთის სამთავროს ჩათვლით) მმართველი 1259-1293 წლებში. 1293-1327 წლებში იმერეთის სამთავროს მმართველი გახდა მისი შვილი კონსტანტინე I. 1293-1392 წლებში იმერეთი იყო საქართველოს ერთიანი სამეფოს ერთ-ერთი სამთავრო ( და არა ცალკე სამეფო). ამ სამთავროს სხვა მმართველები იყვნენ: მიკელი (1327-1329წწ), ბაგრატ I (1329-1372), ალექსანდრე I (1372-1389) და გიორგი I (1389-1392)
1484 წლიდან იმერეთის მეფეები იყვნენ:
- ალექსანდრე II (1484-1510)
- ბაგრატ III (1510-1565)
*გიორგი II (1565-1585)
- ლევანი (1585-1590)
- როსტომი (1590-1604)
- გიორგი III (1605-1639)
- ალექსანდრე III (1639-1660)
- ბაგრატ IV (1660-1661, 1663-1678, 1679-1681)
- არჩილ II (ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახის წარმომადგენელი. 1661-1663, 1678, 1690,1695, 1698)
- ალექსანდრე IV (1683-1690, 1691-1695)
- გიორგი IV (1696-1697)
- სვიმონ (1698-1701)
- გიორგი VI (1707-1711, 1713, 1716-1720)
- ალექსანდრე V (1720-1740, 1741-1752)
- გიორგი VII (1741)
- სოლომონ I (1752-1784)
- დავით II (1784-1789, 1792)
- სოლომონ II (1789-1810)
1701-1707 წლებში იმერეთის სამეფოს ნამდვილი მმართველი იყო უფლისწული გიორგი-მალაკია აბაშიძე (გიორგი V).
ქართლის მეფეები
- კონსტანტინე II (1484-1505)
- დავით X (1505-1525)
- გიორგი IX (1525-1527)
- ლუარსაბ I (1527-1556)
- სიმონ I (1556-1569, 1578-1600)
- დავით XI (1569-1578)
- გიორგი X (1600-1606)
- ლუარსაბ II (1606-1615)
- ბაგრატ VII (1615-1619)
- სიმონ II (1619-1625)
- როსტომ (1632-1658)
- ვახტანგ V (1658-1675)
- გიორგი XI (1675-1688, 1703-1709)
- ერეკლე I (1688-1703)
- ქაიხოსრო (1709-1711)
- ვახტანგ VI (1711-1714, 1719-1724)
- იესე (1714-1716)
- ბაქარი (1717-1719)
- თეიმურაზ II (1744-1762)
ქართლის მეფე ვახტანგ VI (მმართველი 1711-1714, 1719-1724 წლებში) და მისი ვაჟი ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1757), ცნობილი ქართველი ისტორიკოსები და გეოგრაფები, იყვნენ აგრეთვე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამარსებელთა შორის.
კახეთის მეფეები
- გიორგი I (1466-1476)
- ალექსანდრე I (1476-1511)
- გიორგი II (1511-1513)
- ლევანი (1520-1574)
- ალექსანდრე II (1574-1601, 1602-1605)
- დავით I (1601-1602)
- კონსტანტინე I (1605)
- თეიმურაზ I (1606-1616, 1634-1648)
- არჩილ II (1664-1675)
- დავით II (1703-1722)
- კონსტანტინე II (1722-1733)
- თეიმურაზ II (1733-1744)
- ერეკლე II (1744-1762)
1675-1703 წლებში კახეთს სპარსეთის მეფისნაცვალი მართავდა.
- ქართლ-კახეთის მეფეები
- თეიმურაზ I (1625-1632)
- ერეკლე II (1762-1798)
- გიორგი XII (1798-1801)
