დიახ! ოპოზიციის ქმედება დღეს- 9 აპრილს, ეს იყო უღირსობა, რომელსაც ქართველი ხალხი არ დაივიწყებს!
ისტორიის ტრაგიკულმა და საზეიმო დღემ, 2026 წლის 9 აპრილმა, საბოლოოდ მოხსნა ნიღაბი ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას.
ის, რაც დღეს მემორიალთან ვიხილეთ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება- ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური უგუნურება, არამედ სრული იდეოლოგიური და მორალური ლპობა!
ამ აგრესიულმა, უსამშობლო სექტანტებმა იკადრეს ის, რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.
9 აპრილის წმინდა ხსოვნის გამოყენება საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის არის უდიდესი უპატივცემლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისუფლებას სიცოცხლე შესწირა.
700 ათასი ამომრჩევლის ნება ფეხებზე დაიკიდეს, მანდატზე უარი თქვეს, მაგრამ დღეს მემორიალთან მაინც ” დაიჩემეს ” პატრიოტიზმი.
დროა მიღებული კანონი უხამსობის შესახებ ამოქმედდეს !
დიახ! ოპოზიციის ქმედება დღეს- 9 აპრილს, ეს იყო უღირსობა, რომელსაც ქართველი ხალხი არ დაივიწყებს!
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ისტორიკოსი-მკვლევარი დავით ჩიტაია
