ფაქტობრივად, ეს არის სკელეტი. ის, რაც არ უჭირს, ეს არის საუბარი,ლაპარაკობს ისევე სწრაფი ტემპით
ანტიოლიგარქიული კანონის სავარაუდო პრეტედენტმა, დეპუტატმა ნატალია ჩხეიძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მოინახულა. როგორც, ყოფილმა ექიმმა და დეპუტატმა მან შეშფოთება გამოთქვა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. “ის არის პატიმარი, რომელსაც აუცილებად სჭირდება ადამიანის ნუგეში,ექიმი აბით და წამლით თუ ვერ მკურნალობს, სიტყვით მაინც უნდა უმკურნალოს”- განაცხადა ექიმმა დეპუტატმა.
– ” რა თქმა უნდა, სიტყვები მარაგი მეყოფა საიმისოდ, რომ აღვწერო, რა ვნახე და რა მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არა მგონია, რომ ვინმესთვის ეს ჩემი მონაყოლი იყოს სასიამოვნო. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი თუ „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ „კი, მაგრამ თერაპიულ განყოფილებაში წევს, არ არის ინტენსიურში და რა მოხდა, ძალიან კარგად არისო“. აი, რატომ შეიძლება იყოს ასეთი სნეული ადამიანი თერაპიულ განყოფილებაში და რატომ არ უნდა იყოს ინტენსიურში… ფერმკრთალი არ ჰქვია იმას, რა კანის ფერიც აქვს მიხეილ სააკაშვილს. არის ძალიან გამხდარი, ფაქტობრივად, ეს არის სკელეტი. (რედ: ცხოველებისა და ადამიანის მაგარი ქსოვილების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სხეულის საყრდენს და, ამასთან ერთად, იცავს ორგანიზმს მექანიკური დაზიანებისაგან.)
- როცა ამბობენ, დაიკლოო, არ ვიცი 30კგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი არის ძვალი და ტყავი. მოძარობა უჭირს, საერთოდ სახსრების მოძრაობა უჭირს. ის, რაც არ უჭირს, ეს არის საუბარი, ლაპარაკობს ისევე სწრაფი ტემპით.
იმდენად მძიმეა, რომ უნდა იყოს დადგენილი მისი ყველა დაავადება და უნდა იყოს შესაბამისი მკურნალობა. შესაბამისი მკურნალობა რომ ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში არ ვნახავდი. ექიმი აბით და წამლით თუ ვერ მკურნალობს, სიტყვით მაინც უნდა უმკურნალოს. ის არის პატიმარი, რომელსაც აუცილებად სჭირდება ადამიანის ნუგეში, თუნდაც იმის, ვინც 20 წელიწადია არ უნახავს, – თქვა დეპუტატმა.