6 დეკემბერი 2024

რუსეთში ლგბტ პროპაგანდა უკანონო ხდება სრულწლოვანთა შორისაც

რუსეთში შესაძლოა  ინტერნეტის მონიტორინგი დაიწყონ ლგბტ პროპაგანდის შემცველი მასალების იდენტიფიცირებისთვის, ასეთი ცვლილება  შედის კანონპროექტში არატრადიციული ურთიერთობებისა და პედოფილიის პროპაგანდის აკრძალვის მიზნით.

ვარაუდობენ, რომ ინსპექტირებას მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაცია ჩაატარებს. მას მოუწევს ინფორმაციისა და ვებსაიტების იდენტიფიცირება, ასევე პროგრამები, რომლებზეც წვდომა შეზღუდულია.ლგბტ პროპაგანდის ან პედოფილიის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი შეძლებს შეზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა და გაუგზავნოს შეტყობინებები უფლებამოსილ ორგანოებს.

კანონპროექტის მეორე მოსმენით შესწორებები მოამზადა სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ხინშტეინმა.

ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფო დუმამ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21 მუხლი ახალი რედაქციით: ლგბტ პროპაგანდა უკანონოდ ითვლება არა მხოლოდ არასრულწლოვანთა, არამედ სრულწლოვანთა შორისაც.

თუ ქმედება ჩადენილია მედიაში ან ინტერნეტში, ჯარიმა იქნება 400 ათას რუბლამდე (18.000 ლარი)  მოქალაქეებისთვის და ხუთ მილიონამდე იურიდიული პირებისთვის. უცხოელები შეიძლება დაჯარიმდნენ 400 ათას რუბლამდე, დააპატიმრონ 15 დღემდე ან დაექვემდებარონ გაძევებას.

გარდა ამისა, შემოთავაზებულია ადმინისტრაციულ კოდექსში ორი ახალი მუხლის შეტანა: პედოფილიის პროპაგანდა (ჯარიმა მოქალაქეებისთვის 800 ათას რუბლამდე (36.000 ლარი) და იურიდიული პირებისთვის ათ მილიონ რუბლამდე) და „არასრულწლოვანთა შორის ინფორმაციის გავრცელება არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების ჩვენებისათვის, ამაც  შეიძლება არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის სურვილი გამოიწვიოს “ ჯარიმა მოქალაქეებისთვის 200 ათას რუბლამდე (9.000 ლარი) და იურიდიული პირებისთვის 4 მილიონ  (180.000 ლარი) რუბლამდე.

წყარო