ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა.
- „საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას.
- საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს.
- ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია მთავრობის მეთაურის მილოცვაში
