9 მარტი 2026

ხუნდაძე: ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე იზირებს მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების გამო და მათ შეშფოთებას მცხეთის მერის არაეფექტური, არადამაკმაყოფილებელი, არასათანადო საქმიანობის გამო. დეპუტატს მიაჩნია, რომ საჭიროა მცხეთის მერიის “საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტის” ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.

  • ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში.
  • ეს ეხება როგორც საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერების ეფექტურ ჩატარებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას და ბევრ სხვა მიმართულებას.
  • მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს.
  • იმედი მაქვს მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდება და საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილება, ობიექტური კმაყოფილებით შეიცვლება” , -წერს ღვაწლმოსილი დეპუტატი.