ვინც კი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”გადახტა” – კისერი მოიტეხა
მინდა რომ ღია ზღვარი გავავლო ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებას შორის.
ვიცი, მავანს ეს არ მოეწონება და დაიწყებენ მტკიცებულებას რომ ” ბიძინა და პარტია ” ერთია.
ჩემს მიერ გამოხატული ნებისმიერი მხარდაჭერა ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს.
დიახ, ბიძინა ივანიშვილი ერთი კონკრეტული პარტიის კუთვნილება ან ლიდერი არაა.
მე არ განვიხილავ მას ვიწრო ჭრილში.
არ ვარ ის ადამიანი, ვინც ბრმად ცდილობდეს ყველანაირად გაამართლოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებები,
ვისაც არ გააჩნია ანალიზის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
თუმც, რათქმაუნდა მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების პოლიტიკურ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ბიძინა ივანიშვილი , ის ადამიანია, რომელმაც საქართველო იხსნა თანამედროვე ფაშიზმისგან.
რას ნიშნავდა ფაშიზმის სუსხი, ამის გახსენება ქართველი ხალხს არ სჭირდება იმ 9 წლიანი მმართველობიდან გამომდინარე.
რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება 2011 წელს ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში, საქართველო დღეს დიდი ალბათობით ომის ქარცეცხლში იქნებოდა გახვეული.
იმაშიც კარგად დავრწმუნდით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ვინც კი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”გადახტა” – კისერი მოიტეხა.
ნაცების არ იყოს – “მოსატეხი კიდევ ბევრია”, ისე მოირგეს საკუთარ ტყავზე ქვეყანა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დროებით გაწეული იყო ქვეყნის მმართველობის სადავეებიდგან, მაგრამ , ყველამ სამართლებრივად ის მიიღო და კვლავ მიიღებს იმას,რაც დაიმსახურა.
ჟურნალისტი:გოჩა ნაჭყებია
