6 დეკემბერი 2024

ვინ არის ვალერიან გელბახიანი?

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ,  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ვალერიან გელბახიანის  მიზანმიმართული ტყუილის გასაქარწყლებლად, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა.  

  • „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, პირველ რიგში, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარმოუდგენია. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 
  • მივმართავთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ჩვენის მხრივ, მოვუწოდებთ ბატონ იუსტიციის მინისტრს, მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად ჩატარდეს მისი ადვოკატის,  ერთ დროს  სააკაშვილის მიერვე ღალატში ბრალდებულის – ვალერიან გელბახიანის, სავარაუდოდ  როგორც  ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის გამოკვლევა, იძულებითი მკურნალობა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილება, მისი სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

ასევე, მივმართავთ  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს დააყენოს ადვოკატ ვ. გელბახიანის პასუხიმგებლობის საკითხი, როგორც  პოლიტიკური მოტივით განზრახ  სიცრუის გამავრცელებელის და ადვოკატური ეთიკის დამრღვევისადმი.  

  • ვინ არის ვალერიან გელბახიანი?

ვალერი გელბახიანი 1981-1987 წლებში მუშაობდა თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლად; 1987-1991 წლებში – სამეცნიერო და სამეწარმეო ასოციაცია „აგრომერეწვის“ იურიდიული სამსახურის უფროსად; 1996-1998 წლებში იყო  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მრჩეველი; 1998-1999 წლებში – აჭარის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი; ორი მოწვევის 1999 წლიდან 2003 წლამდე  და 2004 წლიდან -2007 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრი.

საქართველოდან 2007 წელს მოსკოვში გაიქცა, ერთი წლის შემდეგ კი გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულეს. სასამართლომ ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ.

წყაროს ინფორმაციით, გელბახიანის “გაქცევა ” მოსკოვში სააკაშვილისვე სანქცირებული იყო. ის, როგორც აგენტი შეგზავნილი იყო პატარკაციშვილის შტაბში და მოსკოვში ყოფნის პერიოდშიც კი თანამშრომლობდა კუდ-თან. რათქმაუნდა , ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ФСБ-თვის და გელბახიანმა საქართველოში , პატრონთან გამოქცევით უშველა თავს.

2012 წლის თებერვალში ის, სავარაუდოდ, სააკაშვილის რეჟიმთან  წინასწარ გარიგების და თანხმობის  შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დაკავებულ იქნა საქართველო-სომხეთის საზღვარზე.

გლდანის მე-8 საპყრობილეში ყოფნამ  მას სულ რამოდენიმე დღე მოუწია. როდესაც,საპყრობილეში თითქმის ყოველ კვირას ერთი მსჯავრდებული წამების შედეგად იღუპებოდა, მის საკანს ‘შემთხვევითი  ინციდენტისგან ასაცილებლად “ საპატიო ყარაული, ბადრაგის ორი თანამშრომელი იცავდა.

მის ინტერესებს მაშინ, სააკაშვილის მეორე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იცავდა.  მძიმე მუხლით ბრალდებული, როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს ადეიშვილის პროკურატურამ 50.000 -იანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

ხაჭაპურიძე მაშინ აცხადებდა, რომ “ვალერი გელბახიანი მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება 2007 წლის მოვლენებზე. რამდენიმე დღეში ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ჩვენებას მისცემს”.

წინასაარჩევნოდ სააკაშვილს ბადრი პატრკაციშვილის მკვლელობიდან ლაქის ჩამორეცხვა სჭირდებოდა.