11 თებერვალი 2026

 ლაფიდან ამოღებულები “მინისტრები” გახდებიან და  ვინღა ხარ საერთოდ..

ესე იყო მუდამ, „დამოუკიდებელ“ საქართველოში, განსაკუთრებით ე.წ. გუნდური სისტემის შემოღების დღიდან.  როგორი დამოუკიდებელი ვიყავით  თითქმის 2022 წლამდე, კი ვიხილეთ აშშ-ს მეფისნაცვალის ძალადობრივი ქმედებების, ხუთგზის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს.

  მოდიოდა პრეზიდენტი, პრემიერი  თუ მინისტრი, აცხადებდა რეორგანიზაციას, პიჯაკივით თავის თავზე  ირგებდა უწყებას,  პროფესიონალიზმის მიუხედავად  უშვებდა ძველ კადრებს  და მოყავდა მისი, თუნდაც  გამოუცდელი, მაგრამ მთავარია  „ერთგული“ კადრი. ყოველშემთხვევაში, ის ფიქრობდა, რომ მისი პროტეჟე – ერთგული იყო.

    სიჩქარის მსგავსად, რომ რაიმე ტექნიკური ხელსაწყო, საზომი არსებობდეს ერთგულების და სიყვარულის საზომად,  ადამიანი ამდენ შეცდომას არ დაუშვებდა და შესაბამისად, არ იქნებოდა  ხელისუფლების  რომელიმე შტოში ამდენი  -მოღალატე, მედროვე, სადუნ მანკაბერდელის შთამომავლები, კაცის, ადამიანური თვისებადაცლილები,  ბიუროკრატები, გაზლუქებულები, ადამიანის არ მცნობი, კანცელარიის ვირთხები,  რომლებიც პირველსავე საშუალების ჟამს  თავად  მის კაცად მქცევს  გაწირავენ და  უღალატებენ..

იმ ლეგენდარული ყორღანაშვილის, რომელიც საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩა, თუმცა, დღეს თითქოს მისი შთამომავლები მინისტრებად იქცნენ.

„დამოუკიდებელ“ საქართველოში ასეთი პრაქტიკაა დამკვიდრებული:   პრობლემას თუ არ უქმნი სისტემას, „ ვიღაცის“ პირად კეთილდღეობას, ზედ არ შემოგხედავენ.  

მინისტრებს, გუბერნატორებს, ქალაქის მერებს, დეპუტატებს შიში  თუ არ აქვთ, რომ დღეს, მაგალითად  „ბიძინა გაიგებს ყოველივეს და შენი უსამართლობისათვის მოგეთხოვება“ , თითს -თითზე არ დააკარებენ, გამარჯობას არ გეტყვიან.

 ლაფიდან ამოღებულები – მინისტრები გახდებიან და  ვინღა ხარ საერთოდ, მარადიული ჰგონიათ ყოველივე…  ბოლოს, ბეჭებზედაცემულები მოიკუნტებიან და დაუბრუნდებიან ძველ, ჩვეულ გარემოს- ლაფს!

 ამიტომაც, არის საინტერესო ეს ცხოვრება, თავად ჩვენ ადამიანებმა გავარკვიოთ, განსვასხვაოთ თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, ჩავუწვდეთ ადამიანის დედამიწაზე მოვლენის  დანიშნულებას.

  გამოცდილების დაგროვებაა- ყველაზე მთავრი მოტივაცია ადამიანის მოვლინებაში ამ ქვეყნად. როგორც ეპიკურეული ფილოსოფია გვასწავლის, რომ „ სიამოვნება არის ტანჯვის გავლაში“, მაგრამ ჩვენთვის უფრო მეტად ქრისტიანული მოთმინებაა საჭირო.

   ხშირად წააწყდები  სოციალურ ქსელში  ადამიანების  სამართლიან გულისტკივილს.  ნუ გწყდებათ გული, რომ – ვერ შეგამჩნიეს, არ დაგიფასეს თქვენი ერთგულება, თავგანწირვა. არ გინდოდეთ მათი  წყალობა, მხოლოდ უფალს მიენდეთ და  გწამდეთ, რომ უფალი არ გაგწირავთ,  შიმშილით არ მოგკლავთ, გვერდით გამოგიჩენთ ადამიანს, ვინც განუგეშებთ,  გადაგატანინებთ რთულ ჟამს.

და ასე, საქართველოვ, ჩემო საყვარელო, რომელიც ღმერთის განგებით არსებობს და იტანჯება, მაგრამ არ კვდება, გახსოვდეთ: ცხოვრება არის იმ დიდი ფილოსოფიური თეატრი, სადაც ყველა როლს თამაშობს, მაგრამ მხოლოდ ღმერთი არის რეჟისორი.

სარკაზმით ვიტყვი – თუ ჩვენი რიგი მმართველების ასე განაგრძობს, შესაძლოა, საქართველო გახდეს იმ „იდეალური სახელმწიფოს“ მაგალითი, რომელსაც პლატონი ოცნებობდა, მაგრამ აქ საპირისპიროდ: სადაც მოღალატეები მეფეები არიან, ხოლო ერთგულები – განდევნილები.

იმედი არ დავკარგოთ, რადგან ბიბლიაში წერია: „ბედნიერებანი მათნი, რომელნი ტანჯულან სიმართლისათვის“.  

ღმერთმა გვიხსნას უსამართლობისგან!

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია