სახელმწიფო არის სახელმწიფო, და არა შუამავალი სპეკულანტებსა და მოსახლეობას შორის
პატივცემულო ხელისუფლებავ, მოდით კიდევ ერთხელ გულწრფელად ვილაპარაკოთ, ხომ არ გაწყენინებთ?
ჩვენ ყველა ვხედავთ თქვენს უდიდეს მონდომებას, შრომას, ოფისში გათენებებს, ღამისეულ შეხვედრებს, ფოტოებს სოციალურ ქსელში „ჩვენ ვმუშაობთ, ყველაფერს ვაკეთებთ ხალხისთვის“.
მაგრამ, ბატონებო, ფასების დარეგულირების სახელით თქვენ ახლა იმას აკეთებთ, რასაც ნორმალურ ქვეყანაში სირცხვილად მიიჩნევენ:
დგახართ ჭკუაზე დაცლილი, გაჯიბრებული, გაუნათლებელი (ანუ განათლება აქვთ, მაგრამ ინტელექტი არა) სპეკულანტ-ბიზნესმენების წინაშე და თხოვთ, ეწეხებით, გთხოვთ,მაგრად გთხოვთ დააკლეთ ფასი, ძმებო, ხალხი გასაჭირშია ხომ ხედავთ…
ოღონდ ერთი რამ არ გესმით ( გესმით, მაგრამ იტყუილებთ საკუთარ თავს): ეს ადამიანები ფულის გარდა არაფერს ეთაყვანებიან! მათთვის “საზოგადოებრივი ინტერესის” გაგება არ არსებობს , ის, მას ტუალეტის ქაღალდად იყენებენ, როცა სწორი ნაწლავები გაუმაგრდებათ…
მითხარით ერთი (სერიოზულად, ერთი მაგალითი დამისახელეთ): ქართველი მილიონერი ბიზნესმენი, რომელსაც ინტელექტი აქვს, ადამიანური საუბარი, ლაპარაკი ესმის, ქართულ წინადადებას სწორად აგებს, საზოგადოებრივ ინტერესს თუნდაც 5%-ით აფასებს თავისი მოგების შემცირების ფასად?
არაა? არა და არც იქნება, საოცარი, ერთეული გამონაკლისის გარდა.
თქვენ ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციაში არსებული უფლებამოსილებები გამოიყენოთ, ფარმაცევტულ და საგარეო ვაჭრობის რეგულირების ბერკეტები აამოქმედოთ, სტრატეგიული პროდუქტების მარაგების სახელმწიფო მართვის სისტემა შექმნათ, დისტრიბუციის ჯაჭვზე ფასნამატის ზედმეტ ნაწილს სახელმწიფო კონტროლი დააწესოთ, დგახართ და თხოვთ კაცს, რომელმაც გუშინ 10 ლარიანი წამალი 120 ლარად გაყიდა,თქვენ კი ემათხოვრებით: „გთხოვ ძმაო, 10 ლარი მაინც დააკლე,ხომ ხედავ ხალხი კვდება…“
და იცით რას გიპასუხებთ ის „ბიზნესმენი“ (რომელსაც სინამდვილეში სპეკულანტი ჰქვია)?
„არ გამოვა ასე. თუ 10-დან 7-მა დააკლო და 3-მა არა – მაშინ ყველა წააგებს. ამიტომ მე არ დავაკლებ. გინდათ – იძულებით გააკეთეთ.“
აი ეს არის გულწრფელი პასუხი.
დანარჩენი ყველაფერი – თეატრია თქვენთვის და ჩვენთვის.
ახლა კი სერიოზულად, იურიდიული ნიუანსებით:
- კონსტიტუციის მე-5 მუხლი – სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ეს არის უფლება-მოვალეობა, და არა „კარგი სურვილი“.
- კონსტიტუციის მე-7 მუხლი – ფარმაცევტული საშუალებების კანონმდებლობა და საგარეო ვაჭრობა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების განსაკუთრებულ გამგებლობაშია.
ანუ, თქვენ გაქვთ უფლება შექმნათ სრულიად სახელმწიფო ცენტრალიზებული შესყიდვების სისტემა წამლებზე.
საგანგებო მდგომარეობის ან ეკონომიკური საჭიროების დროს სახელმწიფოს შეუძლია დროებითი ფასების რეგულირება (ფასებისა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფარგლებში), მაგრამ ესეც ნახევრად ზომაა.
ყველაზე ეფექტური და კანონიერი გზა:
- შექმნა სახელმწიფო სარეზერვო ფონდი პირველადი მნიშვნელობის პროდუქტებზე (არა 3 დღე, არამედ მინიმუმ 3–6 თვე),
- პარალელური იმპორტის გახსნა რეგულირებული ფარმაცევტული პრეპარატებისთვის,
- სახელმწიფო დისტრიბუციის ქსელის შექმნა მინიმუმ 30–40% მოცულობაზე (რომ კერძო სექტორს ფასის დიქტატორობა ვეღარ შეეძლოს).
მაგრამ ამის გაკეთება ნიშნავს ძველ „მეგობრებთან“ დაპირისპირებას, „ბიზნესისთვის ხელის შეშლის“ ბრალდებას, „პოპულიზმის“ და „სოციალიზმის“ წოდებას.
ამიტომ უფრო ადვილია ისევ დადგე კამერის წინ და თქვა: „ჩვენ ვესაუბრებით ბიზნესს, ისინი გვპირდებიან…“
არ გინდათ ხისტი მიდგომა?
კარგი. მაშინ განაგრძეთ თხოვნა-ვედრება. მხოლოდ ნუ გაგიკვირდებათ, როცა ერთ დღესაც ის „ბიზნესმენები“ ყველაფერში აქეთ დაგადანაშაულებენ და გეტყვიან : „არ გამოვა ასე, ბატონო… თქვენც ცოტა დაიკელით თქვენი ხელფასიდან“.
იმედია მაშინ მაინც გაიხსენებთ ამ ტექსტს.
გაიგეთ მტავარი და მნიშვნელოვანი: სახელმწიფო არის სახელმწიფო, და არა შუამავალი სპეკულანტებსა და მოსახლეობას შორის.
