ტრამპმა გაერო რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფის მოგვარების უუნარობაში დაადანაშაულა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალიან ცოტა რამ გააკეთა. მან ეს განცხადება სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გააკეთა.
- „გაერთიანებულმა ერებმა ძალიან ცოტა რამ გააკეთეს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კატასტროფის ხელშესაწყობად ან დასახმარებლად“, – დაწერა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერმა გაეროს მოუწოდა, უფრო აქტიური იყოს მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხში.
