11 იანვარი 2026

პოლონეთმა ბომბ.თავსაცავის აშენებისთვის 16 მილიარდი ზლოტი გამოყო

პოლონეთის ხელისუფლებამ  თავშესაფრების ქსელის მშენებლობისთვის მასშტაბური პროგრამა დაიწყო ,რითაც  ოფიციალურად მიუთითა რუსეთის მხრიდან სავარაუდო საფრთხისგან დაცვის აუცილებლობაზე. ინფორმაცია  Financial Times-მა  გაავრცელა, რომელმაც გააანალიზა ქვეყნის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები.

დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წლიდან დეველოპერები ვალდებულნი იქნებიან, ახალი შენობების უმეტესობის დიზაინში მოქალაქეებისთვის სპეციალური თავშესაფრები ჩართონ. ამ პროგრამისთვის უკვე გამოყოფილია 16 მილიარდი ზლოტი (12 მილიარდი ლარი)   რაც მოძველებული სამოქალაქო თავდაცვის სისტემის სრული მოდერნიზაციის სტრატეგიის ნაწილია. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ გასულ საუკუნეში აშენებული თავშესაფრების ამჟამინდელი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

პოლონეთი ფინეთს მოდელად მიიჩნევს – ქვეყანას, რომელსაც ნატოში რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი და დაახლოებით 50. 000 თავშესაფრის ქსელი აქვს. პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, რომელმაც ჰელსინკიში ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი მოინახულა, ხაზი გაუსვა მსგავსი მექანიზმების დანერგვის კრიტიკულ მნიშვნელობას. ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო ვარშავის მერიის პროექტი, რომლის მიხედვითაც მეტროს სადგურები 100.000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობას იძლეოდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი ორი წლის განმავლობაში გეგმავს საჰაერო თავდაცვის სისტემის აშენებას აღმოსავლეთ საზღვარზე დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად . პროექტის სავარაუდო ღირებულება ორ მილიარდ ევროზე მეტია. დაფინანსება, ძირითადად, ევროკავშირის SAFE სესხის ინსტრუმენტის მეშვეობით იგეგმება, დამატებითი დაფინანსებით კი ეროვნული ბიუჯეტებიდან.