აკაცუკების ახალი ბელადი: “მართალი” ხუჭუა
სასულიერო პირების შემდეგ, აკაცუკებს „უსამართლო სასამართლოდან “ ახალი ბელადი გამოუჩნდათ, ვინმე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.
ეს ის მამაც(ვ)ი ხუჭუაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს იმამაცა, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა, რაც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და შედეგები აღადგინა.
დღეს, ეს „ქართული სამართლის მამა“, ტელეუბორნიას აბარებს აღსარებას და საკუთარი გმირობის შესახებ იკვეხნის.
თურმე, „გარკვეული მინიშნებები მისდის ფარულად, მესამე პირების მეშვეობით, რომ რაღაცნაირად დაფიქრდეს, მაგრამ დაფიქრდა და ამ “დაფიქრების შედეგად” მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო- დამნაშავეები გაამართლა!
- „კრიტიკოსები არის ძალიან ცოტა და ძირითადად არის ძალაუფლების მქონე ადამიანებისგან“– აცხადებს ხუჭუა.
ფაქტობრივად, მოსამართლე მწვანეს უნთებს ყველა ნაძირალას- შეეწინაღმდეგოს , არ დაემორჩილოს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რათა მერე ვაჟბატონმა ხუჭუამ “ფინანსური მოტივით” გაამართლოს!
ხუჭუა აცხადებს, რომ ის გარიყული, განდეგილია საკუთარი კოლეგებისგან , ცდილობს არ ჰქონდეს კომუნიკაცია კოლეგებთან იმიტომ, რომ „შეიძლება მათ რაიმე უსიამოვნებაც შეემთხვეთ ამის გამო“.
- „სულ ჯამში შეჩერებულ იქნა 6 საქმე. მე ჩავთვალე, რომ ექვსივე საქმეში იყო ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევის საფრთხე და მიმაჩნია, რომ კანონები, რომლებიც მე უნდა გამოვიყენო არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო,
- ეს არის მუხლი: წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
- საკითხი ეხება იმას, რომ ადამიანი, ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს თანხა, შემდეგ ის არის განწირული უპირობო გრძელვადიანი, ხანგრძლივი პატიმრობით, 30 დღიანი პატიმრობით, რაც არის დაუშვებელი ვინაიდან, არ შეიძლება ადამიანი თავისი ეკონომიკური ან სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე კანონმდებელმა დაადგინოს, რომ ყველა სხვა ფაქტორების მიუხედავად ის აუცილებლად უნდა იყოს პატიმრობაში და ამით შეკვეცა მოსამართლის უფლებამოსილება, რომ მოსამართლეს არ ჰქონდეს საკითხი განიხილოს ობიექტურად და დაადგინოს სამართლიანი სახდელი…
- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელიმე პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ჩემი, როგორც მოსამართლის საქმიანობას შეაფასებს, ეს ჩემთვის უმნიშვნელოა.
- მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მე ვარ მართალი, მე ვარ ჩემი სინდისით, კანონით და სამართლის პრინციპების დაცვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამიტომ გამორიცხულია, რომ რაღაც ნეგატიურად შეფასდეს ჩემი ან საქმიანობა, ან მიღებული გადაწყვეტილება და ამით ჩემზე რაიმე ზეგავლენა იქონიოს…
- კრიტიკა და ჩემს მიმართ ამგვარი მოქმედებები ხორციელდება ფარულადაც, ჩემთვის ეს ინფორმაციები ცნობილია.
- სხვათა შორის, ამაში მონაწილე პირებიც მაძლევენ გარკვეულ ინფორმაციებს, თუმცა ისინი გარკვეული მიზეზების გამო ისინი ვერ ახერხებენ გამოჩენას ან ხმამაღლა ამის თქმას.
- არის ნიშნები, არის გარკვეული მინიშნებები ფარულად, მესამე პირების მეშვეობით, რომ რაღაცნაირად დავფიქრდე, მაგრამ დავფიქრდი და ამ დაფიქრების შედეგად ვიღებ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ.
- ცნობილი ფაქტია, რომ მე სასამართლოში არ მაქვს კომუნიკაცია და ხშირად ვამბობ, რომ მარტო ვარ იმ კუთხით, რომ მეც ვცდილობ არ მქონდეს კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან იმიტომ, რომ შეიძლება მათ რაიმე უსიამოვნებაც შეემთხვეთ ამის გამო.
- სასამართლო კორპუსშიც არის ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლე, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება ვერ ამბობენ, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ არიან ჩემი თანამოაზრეები. ზოგს გამოუხატავს კიდეც ღიათაც და შეფარვითაც.
- ძალიან ბევრჯერ მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას და კმაყოფილი არიან ჩემი საქმიანობით. ეს მაძლევს ძალას და ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს ჩემთვის და ეს კრიტიკაც სწორედ ამის გამოც გიშველოდა ჩემთვის.
- კრიტიკოსები არის ძალიან ცოტა და ძირითადად არის ძალაუფლების მქონე ადამიანებისგან, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, რომლებსაც აქვთ სასამართლოს იმედი” , თქვა „მოსამართლე“ ვლადიმერ ხუჭუამ TV უბორნიასთან.
იმედია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაიბარებს ამ მაცი ხვიტიას და დეტალურად გამოკითხვას ვინ, როდის, რომელი „ ხელისუფლების წარმომადგენელი“ აშინებდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცრუ დასმენის და ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის გაუშვებს მოუსვლელეთში.
იქნებ, „ფულები ბაბაია“ უფუჭდება დასავლეთის ბანკში და მოკურცხვლას გეგმავს უახლეს დღეებში და ამით ალიბს იკეთებს?
