ბატონო ბიძინა, არ მიცეთ საშუალება შებღალონ თქვენი სახელი და გამოცხადებული საზოგადოებრივი ნდობა!
ბევრჯერ მითქვამს და ათასგზის გავიმეორებ, რომ არა პიროვნულად ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ურჩხულთან საბრძოლველად გააერთიანა სააკაშვილისვე ჩასვრილი და ჩარეცხილი ოპოზიცია, დღეს , დიდი ალბათობით საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის პირველსავე წლებში სისხლში იქნებოდ ჩახრჩობილი. ნეოფაშისტი სააკაშვილი დაასრულებდა იმ მისიაც, რისი გაკეთებაც ვერ მოასწრო 2008 წელს.
საერთოდ არ მაინტერესებს „ქართულ ოცნებას“ გუშინ და გუშინწინ მოტმასნებული არსებები, მათი პოზიციები, „პლასტინკა“ გადატრიალებული „რეჩები“, მე ვენდობი ბიძინას, მჯერა მისი გამჭრიახი გონების, შორსმხედველობის. მეამაყება, რომ 2012 წლიდან ვიყავი, ვარ და ვიქნები მისი თანამებრძოლი, მხარდამჭერი.
13 წლის მანძილზე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის რამდენი მოღალატე, გაიძვერა, არამზადა გამორიყა დრომ და ვინ იცის კიდევ რამდენს გამორიყავს!
უღალატა ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც საკუთარი შვილივით ზრდიდა, ენდობოდა, შეუქმნა თავბრუდამხვევი კარიერა, მისი სახელის გარეშე არავინ, არაფერი იქნებოდა!
არამზადების ძირითადი ნაწილი გაკაფულია, თუმც, ჯერ კიდევ არსებობს „ ქართულ ოცნებაში“ სხვადასხვა დროს კონკრეტული მავნებლური მისიით შეყრილი წვრილფეხებათა ჯოგი, რომლებიც პირდაპირ ძირს უთხრიან უშუალოდ ივანიშვილის ნდობას საზოგადოებაში, ხალხს აზიზღებენ მისივე დაარსებულ პარტიას.
ნებისმიერი უკანონო გადაწყვეტილება საჯარო სამსახურებში, ნებისმიერი ხელოვნური ბიუროკრატია პირდაპირ ურტყამს ბიძინა ივანიშვილის სახელს, მის რეიტინგს, ხოლო მათ, რაც არ აქვთ არც შეერყევათ. ბიძინას სახელის, მხარდაჭერის გარეშე ყველა ნულია!
კონკრეტულ მცირე მაგალითს მოგიყვანთ.
ქართული გამონათქვამია, „რამდენი ვირი (ხარი) ვიყიდე იმდენი მკუანა გამომადგა-ო“. ვერ და ვერ ეღირსა მცხეთის მუნიციპალიტეტი პირდაპირი მნიშვნელობით ნორმალურ , ჩამოყალიბებულ პირველ პირს.
2012 წლის შემდეგ- ერთი მერი – გიორგი კაპანაძე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზეა ბრალდებული, მეორე- დიმიტრი ზურაბაშვილი, ახალაიების ხელის ბიჭი, მცხეთა მთიანეთის მხარეში კონტრდაზვერვის და შს სამმართველოს უფროსი, თუ დაინტერესდება პროკურატურა კარგად ამოიცნობს მიხ ხელწერას ე.წ. ყინწვისის საქმის შეთითხვნაში, მესამე- მოქმედი მერი გოგი აბუაშვილი, წლების მანძილზე მცხეთის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი 2013-2018 წწ , წარმატებით აგრძლებს წინამორბედთა უსამართლო პოლიტიკას.
აქ დანერგილი პრაქტიკაა, ყოველგვარი ზედმეტი არგუმენტის , დასაბუთების გარეშე , პირდაპირ წერენ: “ მცხეთის მერია არ თვლის მიზანშეწონილად“ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას.
გემისთ ხალხო: „მერი არ თვლის მიზანშეწონილად“. სულ ფეხზე ჰკიდია : რატომ, რისთვის, რომელი ნორმატიული აქტით, ჯდება თუ არა სამართლებრივ სივრცეში?! მას ასე მიაჩნია, მას ასე სურს, არ უნდა და მორჩა!
მოკლდე უბრალო , გაჭირვებული ხალხისთვის „ციდან წყალობად მოვლენილი“ ისე გაბღენძილა უეცარი გადიდკაცებით, რომ ცა -ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა – ქალამნად.
ყოველთვის პირდაპირი ვარ და რასაც ვფიქრობ – ღიად ვამამბობ, არავის ვუწევ დათვურ სამსახურს, შავს- თეთრად ვერ წარმოვუჩენ:
ბატონო ბიძინა, გთხოვთ, არ მიცეთ საშუალება შებღალონ თქვენი სახელი და თქვენდამი გამოცხადებული საზოგადოებრივი ნდობა, საბოლოდ გაწმინდეთ საჯარო სივრცე მსგავსი წურბელებისგან, გინდ ეს მერი იყოს და გინდ ყელ-ყურ-ცხვირის დამსახურებული დეპუტატი.
თქვენი ლანძღვით მათ არაფერი აკლდებათ. მე,მათგან განსხვავებით მიუხედავად არანაირი სახელმწიფოებრივი სიკეთის – მაკლდება. მსგავსი პარაზიტების უღირსი საქციელის გამო, თქვენი ლანძღვით ადამიანებს ეკარგებათ რწმენა, თქვენი იმედი, რომ ქვეყანა იყოს უპირველს ყოვლისა- სამართლიანი !
ამ უგნურებმა თუ არა, თქვენ ხომ უკეთ იცით უსამართლობას რამდენი იმპერია დაუნგრევია?!
პატივისცემით,
ჟურნალისტი : გოჩა ნაჭყებია
