ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ფეიკ ნიუს“ BBC-ის უნდა უყურებდეთ, რომ არ იცოდეთ, რომ ბრიტანეთი სწრაფად მიექანება ჯოჯოხეთისკენ
„ფეიკ ნიუს“ BBC-ის უნდა უყურებდეთ ან ილონ მასკის მარსის მისიაზე ცხოვრობდეთ, რომ არ იცოდეთ ბრიტანეთი სწრაფად მიექანება ჯოჯოხეთისკენ, – განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საავტორო შოუს პირველ ეპიზოდში.
მისი თქმით, 2022 წელს ქვეყნის სწორ რელსებზე დაყენების მცდელობა ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს ბრიტანეთს “სიკვდილის სურვილი აქვს”.
- „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიზ ტრასის შოუს პირველ გამოშვებაში. „ფეიკ ნიუს“ BBC-ის უნდა უყურებდეთ ან ილონ მასკის მარსის მისიაზე ცხოვრობდეთ, რომ არ იცოდეთ ბრიტანეთი სწრაფად მიექანება ჯოჯოხეთისკენ.
მიუხედავად კონკრეტული პრემიერ-მინისტრის მამაცი მცდელობისა, 2022 წელს საქმეები სწორ რელსებზე დაეყენებინა, ამ ქვეყანას, როგორც ჩანს, სიკვდილის სურვილი აქვს.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.
