არანაირი “მილიონობით დახვრეტილი” ადამიანი არ არსებობს!
რეპრესირებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 208,8 მილიონიან სსრკ-ში 1921 წლიდან – 1954 წლის 1 თებერვალის ჩათვლით, მთელი 32 წლის განმავლობაში შეადგენდა 3. 777.380 ადამიანს.
დოკუმენტის სანდოობას ადასტურებს ფაქტი, რომ ის კონკრეტულად ნიკიტა ხრუშოვისთვის მომზადდა. დოკუმენტს ხელს აწერენ : სსრკ გენერალური პროკურორი რომან რუდენკო, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრი სერგეი კრუგლოვი და სსრკ იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე გორშენინი.
ხრუშოვს სურდა სტალინის „ ჯალათი, ნამდვილი, სახის წამოჩინება“, ფაქტების გაბერვა, თუმც, მანაც ვერ შეძლო ფაქტების მაქსიმალურად გაბერვება.
1921-1954 წწ. რეპრესირებულთა საერთო რიცხვში გაერთიანებულია განაჩები გამოტანილი ОГПУ -ს კოლეგიის, НКВД-ს სამხედრო კოლეგიის, საერთო სასამართლოების და სამხედრო ტრიბუნალების მიერ.
უფრო დეტალურად, 32 წლის მანძილზე სსრკ-ში :
- სიკვდილით დასჯა მიესაჯა 642. 980 ადამიანს,
- პატიმრობა მიესაჯა 2. 369 220 ადამიანს,
- გადასახლება მიესაჯა 765. 180 ადამიანს,
ამ რიცხვებში შედის: რევოლუციონერები, ტროცკისტები, სამოქალაქო ომის მსხვერპლები და სამშობლოს მოღალატეები, რომელიც ემსახურებოდნენ ჰიტლერს დიდი სამამულო ომის დროს, კრიმინალები, ბანდიტები, ბანდერის მომხრეები, დეზერტირები, ტერორისტები.
ეს იყო უკიდურესად რთული და წინააღმდეგობრივი პერიოდი საბჭოთა ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც იმპერიალისტური ქვეყნები ყოველმხრივ ცდილობდნენ მის დასუსტებას, დაშლას, განადგურებას, დრო, როცა ქვეყნამ გადაიტანა მეორე მსოფლიო ომი.
სიკვდილით დასჯილთა საერთო რაოდენობას თუ გავყოფთ საანგარიშო 32 წელზე, გამოდის, რომ წელიწადში საშუალოდ 20 . 093-ს სიკვდილით დასჯა ხდებოდა.
მონაცემებში შესულია ასევე 1937-1939 წწ. დააკავებული 8. 122 ოფიცერი , რაც 1939 წელს მეთაურთა საერთო რაოდენობის 3%-ს შეადგენდა. აქედან მხოლოდ 70 ოფიცერს მიესაჯა უმაღლესი ზომა – დახვრეტა, საბოლოოდ მსჯავრდებულებიდან კი მხოლოდ 17 მეთაური დახვრიტეს.
რათქმაუნდა, ყველაფერი ტრაგედიაა, მაგრამ მისი მასშტაბების წარმოჩინება დასავლეთის მიერ ხელოვნურად მითოლოგიზებულია და ასმაგად გაბერილი. არანაირი “ათობით მილიონი დახვრეტილი” არ არსებობს!
გადაჭარბებული მითების შექმნა, გამუდმებით აპელირება ” მილიონებით დახვრეტილზე” ცალსახად სასარგებლოა მხოლოდ დასავლეთისთვის და ე. წ. ლიბერალური ოპოზიციისთვის .
უფრო მეტიც, 1947 წლის 26 მაისს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოსცა დადგენილება „სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ“ და ის 25 წლით თავისუფლების აღკვეთით ჩანაცვლდა.
1950 წლის 12 იანვარს, მხოლოდ ცალკეული კატეგორიის: „სამშობლოს მოღალატეებისთვის, ჯაშუშებისა და დივერსანტებისთვის“ სიკვდილით დასჯა აღდგა.
სტალინის გარდაცვალების შემედეგ, 1953 წლის 27 მარტს ლ.ბერიას ინიციტივით სსრკ-ში გამოცხადდა ამინისტია, რომლის დროსაც სასჯელის მოხდის ადგილებიდან გაათავისუფლდა 1 მილიონამდე პატიმარი.
ამავე წლის 4 აპრილს ლ.ბერიამ გამოსცა ბრძანება „ სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი“ №0068- „დაკავებულთა მიმართ ყოველგვარი იძულებითი ზომების გამოყენებისა და ფიზიკური ზეწოლის აკრძალვის შესახებ“,
ამვე საანგარიშო პერიოდში:
- ჩინეთი: დაახლოებით 1 მილიონი ან მეტი შესრულებული სასჯელი (1949-1954 წლებში, მაო ძედუნის რეჟიმის დროს,
- შეერთებული შტატები: დაახლოებით 4,007 შესრულებული სასჯელი (1920-1954 წლებში, მათ შორის სახელმწიფო და ფედერალური).
- გერმანია (ნაცისტური რეჟიმი): დაახლოებით 30,000 შესრულებული სასჯელი (1933-1945 წლებში, სამხედრო და სამოქალაქო სასამართლოებით).
- ესპანეთი: დაახლოებით 150,000 შესრულებული სასჯელი (1939-1954 წლებში, ფრანკოს რეჟიმის ქვეშ, მათ შორის სამოქალაქო ომის შემდეგ; 1920-1938 წლებში ნაკლები).
გლობალური საერთო რიცხვი შეფასებით 2 მილიონზე მეტია, მაგრამ ეს უმეტესწილად გამოწვეულია ავტორიტარული რეჟიმების პოლიტიკური რეპრესიებით.

