კეზერაშვილი სააკაშვილის ბიძასთან ერთად იარაღით ვაჭრობდა
„ New Eastern Outlook“-ში სკანდალური სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ვრცლად არის მოთხრობილი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ.
სტატიაში, მიმომხილველი ჰენრი კამენსი კეზერაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მის სახელს ყველაზე ხშირად ნარკოტიკებით და უკანონო იარაღით ვაჭრობას უკავშირებდნენ.
- «2004-2006 წლებში კეზერაშვილი საფინანსო პოლიციის უფროსი იყო. ის წყვეტდა, რომელი მეწარმე დაეჭირათ, რა დაეხურათ და ა.შ. ამის შემდეგ ის თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, თუმცა მას ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა.
ის «ნაციონალურ მოძრაობას» ხელს აძლევდა იმის გამო, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან და თავისუფლად მეტყველებდა ივრითზე.
ცნობილია, რომ ისრაელში იარაღით ვაჭრობის ყველაზე «შავი ბაზარი» არსებობს. კეზერაშვილმა ურთიერთობა დაამყარა ამ კრიმინალურ სფეროსთან.
მას ურთიერთობები ჰქონდა არა მხოლოდ ისრაელთან, არამედ იარაღის სერბ მწარმოებლებთანაც.
მათ განკარგულებაში შედის აგრეთვე გადაზიდვების რამდენიმე კომპანია, რომლებიც მსოფლიოს ცხელ წერტილებში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ.
მრავალი საერთაშორისო კანონი და კონვენცია კრძალავს იარაღით ვაჭრობას მათთვის, ვინც შეიძლება ეს იარაღი არაკანონიერი საქმიანობისთვის გამოიყენოს.
ამის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფებები ყალბი სერტიფიკატებით ყოველთვის შოულობენ იარაღს.
ქართველები იღებდნენ იარაღს, როგორც ის ქვეყანა, რომლის ჯარსაც შეიარაღება კანონიერი მიზნებისთვის სჭირდებოდა.»
ექსკლუზიურ სტატიაში საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალების შესახებ.
სტატიის ავტორი კეზერაშვილისა და სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას თანამშრომლობის დეტალების შესახებ წერს და მათ მიერ იარაღით ვაჭრობის თაღლითური სქემის დეტალებს ახმაურებს:
- «ის, რომ იარაღს მხოლოდ ჯარისთვის არ ყიდულობდნენ, ცნობილი გახდა 2008 წელს, როდესაც ქართველ ახალგაზრდა ჯარისკაცებს ხელცარიელს უშვებდნენ რუსეთთან საომრად.
ის, თუ სად წავიდა დიდი რაოდენობით იარაღი, უცნობია.
ვარაუდია, რომ ის იარაღი ტერორისტებს ურიგდებოდა, რადგან სწორედ მათთან თანამშრომლობდა კეზერაშვილი.
ბევრი მინისტრი ჩამოიშორეს, მაგრამ კეზერაშვილი ხელუხლებელი იყო, რადგან ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობდა და ყველა იმ კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა.
კეზერაშვილი სააკაშვილის ბიძასთან ერთად იარაღით ვაჭრობდა.
ქართველი ჟურნალისტებისთვის მალე გახდა ცნობილი, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები საზღვრებთან იარაღს უკანონოდ არიგებდნენ, რათა ამ იარაღის გამოყენება რუსებს დაბრალებოდათ.
მალევე გახმაურდა იარაღის ბიზნესში ცნობილი ალექსანდრ ისმაილოვის საქმე. იგი დათანხმდა საქართველოში უსარგებლო სამხედრო იარაღისა და ტექნიკის შემოტანას.
მალევე ყველასთვის ცნობილი გახდა მათი სახელებიც, ვინც ალასანია-კეზერაშვილის ბინძურ და სისხლიან ბიზნესში მონაწილეობდა.
აშკარა გახდა ის, რომ კეზერაშვილი იყენებდა აგვისტოს ომს და ქართველების სიცოცხლეს იმისთვის, რათა დაუსჯელად ექურდა და საკუთარ თანამოაზრეთა ჯგუფი დაეცვა.
ამის შემდეგ საქართველომ ტერიტორიის 20% დაკარგა, კეზერაშვილი კი განზე გადგა.
«ერთიან ნაციონალურ მოძრაობას» ისევ სჭირდებოდა იარაღის და ნარკოტების გაყიდვით ნაშოვნი ფული, თუმცა ამას სახალხოდ ვეღარ ახერხებდნენ, ამიტომ კეზერაშვილმა გააგრძელა «მისი ბიზნესპარტნიორების კონცენტრირება».
2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან ქვეყნიდან გაქცევის გადაწყვეტილება მიიღო.
კეზერაშვილი საფრანგეთში თბილისის თხოვნით დააკავეს კორუფციისა და იარაღით ვაჭრობის ბრალდებით», – აღნიშნულია სტატიაში.