შე ,,წუპაკო მამაძაღლო”! სულ ტყუილად ცდილობ ჩემს დაწიწკვნასა და დაკორტვნას!ერთადერთი რაც მე ამ გზაზე გამაჩერებს – სიკვდილია!
წ ი ნ ა ნ დ ა ლ შ ი…..
ჩემი აღმზრდელი პაპა- ბებია დღემდე სიკეთის, წესიერების, პატიოსნების, შინაგანი კულტურის, გულისხმიერების და კეთილშობილების მაგალითები არიან!
მათივე სამივე შვილი ერთმანეთზე უკეთესები და თითით საჩვენებელი ადამიანები!
არც სანათესაო წრით და სამეგობროთი ჩამოგრჩებით, თუმცა ამ ყველაფრით არასოდეს მიტრაბახია!
არც პაპა-ბებიასთან, არც ჩემს მშობლებთან და არც შემდეგ ჩემი მეუღლის ჭერქვეშ, არცერთი თეთრი ნათაღლითარი და ნაქურდალი არ შემოსულა…
დღემდე გამრჯე მარჯვენით მოტანილ ლუკმას ვირგებ და ეს ლუკმა ძალიან გემრიელია!
მშვიდათ მძინავს და მშვიდათ ვიღვიძებ..
ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, ვინც ტყუილში, ორპირობაში და სიმხდალეში დამდებს ბრალს!
არასოდეს გამომიყენებია არავინ არსად და არაფერს არ ვაკეთებ, ჩემი სინდისის და პიროვნული ღირსების ხარჯზე!
არასოდეს დამიხევია უკან, სადაც წინ დგომა იყო საჭირო!
მეც მაქვს ჩემი ადამიანური ნაკლი და დაშვებული შეცდომების კასკადი, მაგრამ ჩემი სამშობლოსთვის და საკუთარი პრინციპებისთვის არასოდეს მიღალატია!
ანგარებით არ მიხტუნავია პარტიიდან- პარტიაში!
ზოგიერთი თქვენთაგანივით 90 – ათიანებში ვაშა-ურათი არ მომისპია ქვეყნის მომავალი…
არც ,, თეთრ მელასთან” დამიჩოქია, არც წითელი ვარდებით დავრეტიანებულვარ და არც ბიძინას ხათრით არ ამირჩევია პრეზიდენტები!
არც ბანკის მოვალე ვარ და არც ადამის ძის!
ჩემი ვალდებულება, ჩემივე პასუხისმგებლობაა ქვეყნის, ოჯახის და წინაპართა ხსოვნის წინაშე!
ასე, რომ დათას ნათქვამის არ იყოს…
შე ,,წუპაკო მამაძაღლო”!
სულ ტყუილად ცდილობ ჩემს დაწიწკვნასა და დაკორტვნას!
ის რუსეთი და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, შენ რომ საეჭვოდ ,,გახრჩობს” გარდაუვალი პოლიტიკური მოცემულობაა საქართველოს გადასარჩენად და არა კონკრეტულად ჩემი პანაცია!
ერთადერთი რაც მე ამ გზაზე გამაჩერებს – სიკვდილია!