თუ რამის ტრაკი გაქვთ, პოსტების წერაზე ტყუილად ნუ ხარჯავთ დროს, ლაჩრებო და ფსევდოებო,შეგიძლიათ შვილის საფლავზე ამაფეთქოთ!
კიდევ რამდენიმე “ფრენდმა”, რომელმაც “ზუსტად იცის” რამდენი არაბი ჩამოვა საქართველოში 2028 წლისთვის, რამდენი არაბი ბავშვი დაიბადება 2030 წლისთვის და რამდენი მეჩეთი აშენდება 2032 წლისთვის – გმირულად და უპარაშუტოდ დატოვა ჩემთან აუტანელი ურთიერთობის სივრცე. არანაირი არგუმენტი – რომ ეს მასე ვერ მოხდება – არ ჭრის ისტერიული “მტკიცებულებებით”: “მოღალატე”, “მარაზმი”, “გაჩუმდი”!!!
რა გაეწყობა, როდესაც ორივე სექტის მხრიდან “რუსი მონისა” და “არაბი მოღალატის” შიზოფრენიულ ფორმულაში ხარ მოქცეული, და ცდილობ მათ უწყინარი შეკითხვა დაუსვა: მოძღვარი ამ თემაზე რას გეუბნებათ – ასევე ისტერიული პასუხი გესმის, “რა შუაშია აქ ეს – არ მყავს მოძღვარი!”, რის შემდეგ “მაღალპატრიოტული” და ღრმა “სარწმუნოებრივი განსწავლულობით” მიდის ჩემი არაქრისტიანული ეპითეტებით შემკობა.
პირდაპირ გეტყვით: გული მერევა თქვენზე და მებრალებით ერთდროულად. ღმერთმა დამიფარა თქვენნაირი ცხოვრებით მეცხოვრა, ჩემი აუტანელი პიროვნული ტკივილის ჩათვლით და მიუხედავად ამისა.
ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ თქვენს “ჩაკეტილ” ჯგუფებში გაჟღერებული მუქარების შინაარსიც ვიცი და აქვე გეუბნებით კიდევ ერთხელ: თუ საკუთარი ოიდიპოსის კომპლექსებიდან გამომდინარე, დედაჩემის მისამართი გაინტერესებთ, მასთან დაკავშირებით ჩემთან განუხორციელებელი დაპირებებით ნუ შეწუხდებით, პირადში ჩაგიგდებთ და აბა სცადეთ, თქვენი სულიერი და ფიზიკური დეგრადაციის და იმპოტენციის ფარგლებში – მე მანდ დაგხვდებით!
დღეს თუ ქართველობა არ გადის ქრისტეში თანაცხოვრების ყოველდღიურობაზე, ცხოვრების ეკლესიურ წესზე, ლოცვაზე, მარხვაზე და სისხლიან ცრემლებზე – ქვეყანაში ყოველწლიურად ათობით ათასობით ქართულ აბორტზე, ათასობით განქორწინებებზე, მრუშობაზე, ნარკომანიაზე, ლუდომანიაზე – თქვენი ნიანგის ცრემლები ქართველობის “გადარჩენაზე” თქვენივე დახურული ჩატებისთვის შემოინახეთ. თუ ატყობთ, რომ თქვენი დედების ხსებება აზრადაც არ მომსვლია, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ლიტერატურულ ენაზე მიმართვა ზოგიერთისთვის უცხო არ უნდა იყოს.
თუ რამის ტრაკი გაქვთ, პოსტების წერაზე ტყუილად ნუ ხარჯავთ დროს, ლაჩრებო და ფსევდოებო ყველაფერში – რასაც თქვენი ბინძური განზრახვებით მეხებით, ჩვეულ სტილში, შეგიძლიათ შვილის საფლავზე ამაფეთქოთ ან “ვაჟკაცურად” ზურგში მესროლოთ და ამით გადაარჩინოთ ჩვენი ქვეყანა “არაბიზაციას” – ეს იქნება თქვენი ხელით ჩემთვის მინიჭებული ერთადერთი ჯილდო, რასაც გაგებით მოვეკიდები. დანარჩენი თქვენი ლაჩრობა, ჩაფიქრებული და დაგეგმილი – ნებისმიერი ფორმით, თქვენს მიერ ჩამოთვლილი ჩემი მეგობრების წინააღმდეგ, პარაშასთან გარდაუვალი ჩახუტების საწინდარი გახდება.
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი
