ომი მალე დამთავრდება!
ყირიმის ომზე (1853-1856წწ.) ერთი ცნობილი მოაზროვნე წერდა; “ყირიმის ომმა ცხადყო ბატონყმური რუსეთის სიდამპლე და უძლურებაო”. ზუსტად ანალოგიური შეიძლება ითქვას 2022 წლის 22 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, რომელმაც კაცობრიობას უჩვენა თუ რა ჭაობს წარმოადგენს თუ როგორაა რეალურად გახრწნილი ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიისა და ნეოკოლონიალური პოლიტიკის მქონე დასავლეთი.
გუშინდელმა ბრიუსელის სიტყვა-სიტყვით წასაკითხმა წერილმა აქაური მეხუთე კოლონისადმი, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა თუ რა უძიმესი დილემების წინაშე იმყოფება ევრობიუროკრატია, რომელსაც საკუთარი თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მიმდინარე ომის დაუსრულებლად გაგრძელებ, მასსი ახალი ქვეყნების და განსაკუთრებიტ კი პირველ რიგში საქართველოს ჩართვა მიაჩნია, რომლისთვისაც ეს ისტორიის კანალიზაციასი მიმავალნი ყველაფერზე არიან წამსვლელნი.
დასავლეთში აშშ-ს წამყვანმა ძალები მიხვდნენ, რომ ბაიდენის მმართველობა უპირველესად თავად აშშ-ს მიიყვანდა დასასრულამდე. ამიტომაც სასწრაფოდ შეცვალეს ის, მაგრამ ევროპაში სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რომ ევრობიუროკრატია ამას კი ხვდება, მაგრამ არანაირად არ უნდა ხელისუფლებიდან წასვლა ვინაიდან იციან, რომ ყველა მათგანი (სლოვაკეთთის, უნგრეთის, ჩეხეთის გარდა) რკინის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ფაქტობრივად მეორე ნიურბერგი განმეორდება.
ამიტომაც მათ არსენალში არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი, სახელდობრ საქართველოში ზალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. რის შემდეგაც უმოკლეს დროში მოხდება საქართველოს ომში ჩაბმა და ამით გარკვეულ დრომდე ევრობიუროკრატიის თავის გადარჩენა.
ამას ემსახურება მათი აზრით ყველაზე უმთავრესი საზიზღრობის ამოქმედება ანუ ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერება კი არა, არამედ გაუქმება.
რისთვის? ვფიქრობ ყველანი ხვდებით.
უკრაინაში ომის სასწრაფოდ დამთავრება სურს აშშ-ს რატომ? ამ ომისაგან აშშ-მ მიიღო ის რაც სურდა.
უკრაინაში მალე ომის დასრულება სურს რუსეთს. რატომ? ომისაგან რუსეთმა მიიღო ის და უფრო მეტიც, რაც მის გეგმებში იყო.
უკრაინაში ომის დასრულება არ სურს ზელენსკის ხროვას და მის ზურგს მყოფ ევროკავშირის ბიუროკრატიას. რატომ? გითხარით ამავე პოსტში.
ამიტომაც წუხელის კიევს კიდევ ერთი ქარცეცხლი დაატყდა თავს. დედაქალაქში არ არის ფაქტობრივად ელექტროენერგია. ყველა თბოელექტროსადგური განადგურებულია. ამას ემატება აშშ განცხადება ჩვენ სანქციების ყველა რესურსი ამოვწურეთ რუსეთის მიმართო.
დასკვნა: ომი მალე დამთავრდება. რის შედეგადაც დეამიწის გადანაწილების მორიგი ეტაპი დასრულდება იმპერიალისტების მიერ უკრაინის გახლეჩა-გაუბედურებით. ანუ ამჯერად იმპერიალისტებმა უკრაინას დამართეს მისი მოღალატე ხელისუფლების გამო იგივე, რაც საქართველოს დამართეს 1992-2008 წლებში.
ამიტომაც უნდა ვიყოთ კვლავ ფრთხილნი და გონიერნი, ვინძლო არ გავითელოთ დიდოელი ლეკის მიერ გათელილი ნაბადივით.
სახეზეა, რომ ყოველგარი მორიდება, მოკრძალება, შიში და მათ შორის “ვივა-მედიც” გადალახულია.
არავითარი დანდობა აგენტ-მოღალატეებს!
ედიშერ გვენეტაძე
