ბრიუსელი, დღეს იქცევა და დგას იმ გზაზე, სადაც საბჭოთა მოსკოვი
ბრიუსელი დღეს იქცევა და დგას მყარად იმ გზაზე, სადაც თავის დროზე, იყო საბჭოთა მოსკოვი. მთავარი პრობლემა, სინამდვილეში, რაც არის ჩვენს ურთიერთობებში ბრიუსელთან, არის ის, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მთავარ ღირებულებებზე.
ჩვენი ღირებულება არის ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
4-ვე ღირებულებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს.
ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი და არა ქართველმა ხალხმა განსაზღვროს ის, თუ რა კანონი მიიღოს და რა მმართველობა ჰქონდეს, არამედ დაგვიდგინოს ბრიუსელმა.
შალვა პაპუაშვილი
